23 სექტემბრიდან დედაქალაქის მოსახლეობას მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება

23 სექტემბრიდან დედაქალაქის მოსახლეობას მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება

access_time2021-09-21 13:20:00

დედაქალაქს 23 სექტემბრიდან მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატება და მოსახლეობას 21 განახლებული მარშრუტი მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.



„მარშრუტი N3 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N403-ით და ვარკეთილის II მიკრორაიონიდან (კორპუსი N25-ის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს; მარშრუტ N106-ს მიკროავტობუსი N406 ჩაანაცვლებს, რომელიც მგზავრებს ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგიდან (N15 კორპუსის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე მოემსახურება; მარშრუტი N19 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N407-ით და შოთა ნადირაშვილის ქუჩიდან („დირსი“) მეველეს ქუჩამდე გადაადგილდება; მარშრუტი N217 ჩანაცვლდება N417-ით და მგზვრებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გიორგიწმინდას დასახლებამდე (დ. აღმაშენებლის ქ. N100-ს მიმდებარედ) მიიყვანს; მარშრუტი N18 ჩანაცვლდება მიკროავტობუსით - N418 და გადასასვლელი ხიდიდან მერი შერვაშიძის ქუჩამდე (ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩის გადაკვეთა) იმოძრავებს.



გარდა ამისა, N22 მარშრუტი N422 მიკროავტობუსით ჩანაცვლდება და მგზავრებს მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელიდან ნესტან დარეჯანის ქუჩამდე (N40-ს მიმდებარედ) მოემსახურება; მიკროავტობუსი N435 ჩაანაცვლებს N35 ავტობუსს და გადასასვლელი ხიდიდან დავით იოსელიანის ქუჩამდე (კორპუსი N205-ის მიდებარედ) გადაადგილდება; N151 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N451-ით, რომლის მარშრუტი წრიული იქნება და მოძრაობას მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს; მარშრუტი N173 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N473-ით და იონა მეუნარგიას ქუჩიდან (N72-ს მიმდებარედ) გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიამდე იმოძრავებს; მარშრუტი N90 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N490-ით და მგზავრებს მნათობის ქუჩის N73-დან (ქარხანა „დელტა“) მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1“-ის მიმდინარე ტერიტორიამდე მოემსახურება; მარშრუტი N93 ჩანაცვლდება მიკროავტობუსით - N493 და მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ (ბაზრის მხარე) მარშალ ი. პილსუდსკის გამზირამდე („თბილისი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია) გადაადგილდება; მარშრუტი N216 ჩანაცვლდება მიკროავტობუსით - N516 და მოქალაქეებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ გუმათჰესის ქუჩამდე (N21ა-ს მოპირდაპირედ) გადაიყვანს; მარშრუტი N129 ჩანაცვლდება N529 მიკროავტობუსით და გადაადგილდება ეკა ბეჟანიშვილის ქუჩიდან (N99-ს მიმდებარედ) სადგურის მოედანამდე.




რაც შეეხება ახალ და დაკორექტირებულ მარშრუტებს, მგზავრებს ახალი მარშრუტი - N427 მოემსახურება, რომელიც იოსებ გრიშაშვილის ქუჩიდან (გერცელ ბააზოვის ქუჩის გადაკვეთა) ვახტანგ გორგასალის ქუჩამდე მოემსახურება; ახალი მარშრუტი - N468 სადგურის მოედნიდან ნინო ჟვანიას ქუჩამდე (ნიკოლოზ ღოღობერიძის II გასასვლელის გადაკვეთა) იმოძრავებს; ახალი მარშრუტი - N433 გადაადგილდება აკაკი კვანტალიანის ქუჩიდან (N97-ს მიმდებარედ) მეტროსადგურ „დიდუბემდე“ (ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორია); მარშრუტი - N478 იმოძრავებს მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მეველეს ქუჩამდე; ახალი, N412-ის მარშრუტი წრიული იქნება და რუსთავის გზატკეცილიდან (ქვემო ფონიჭალა, კორპუსი N19-ს მიმდებარედ) იმოძრავებს; მარშრუტის - N409 გზასავალი დაკორექტირდა. მისი მარშრუტიც წრიული იქნება და სოფელ ქვემო ფონიჭალის მცხოვრებლებს მოემსახურება.



გარდა ამისა, დაკორექტირდა მარშრუტ N410-ის გზასავალი. მიკროავტობუსი წრიულად, ლევან ღოღობერიძის ქუჩიდან (N67ბ-ს მიმდებარე ტერიტორია) იმოძრავებს; მარშრუტ N411-ის გზასავალიც დაკორექტირდა. მიკროავტობუსი ევსტათი მცხეთელის ქუჩიდან დაიწყებს მოძრაობას და მგზავრებს მარნეულის ქუჩამდე (N37-ს მიმდებარედ) გადაიყვანს“ – ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up