უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრი ლუბინეცმა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გამართა რუსეთის ფედერაციის ომბუდსმენთან, ტატიანა მოსკალკოვასთან. შეხვედრაზე რუსულმა მხარემ უარყო აქამდე გარდაცვლილად ჩათვლილი, 23 უკრაინელის სიკვდილის ფაქტი. ამის შესახებ ლუბინეცი ტელეგრამზე წერს.
„რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისართან ტატიანა მოსკალკოვასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შედგა. ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, რაც პირველ რიგში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ეხება.
უკვე არის შემთხვევები, როცა ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები და გმირები, რომლებიც დაღუპულად ითვლებოდნენ, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ ცოცხლები არიან. ასეთია 23 და ეს დიდი პოზიტივია,“ - წერს ლუბინეცი.