მტრის ყველაზე დიდი დანაკარგი ბოლო დღეეის განმავლობაში იზიუმის მიმართულებით დაფიქსირდა. რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან უკრაინულმა ჯარებმა უკვე გაანადგურეს დაახლოებით 24 200 რუსი ჯარისკაცი.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის Facebook-ის მეშვეობით ავრცელებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ომის დაწყებიდან 68 დღის განმავლობაში განადგურდა რუსეთის კუთვნილი 1,62 ტანკი, 2,567 ჯავშანტექნიკა, 475 საარტილერიო სისტემები, 162 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, 80 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 194 თვითმფრინავი და 155 შვეულმფრენი.
განადგურდა ასევე 1843 მანქანა და ტანკერი, 10 ხომალდი/ნავი, 291 ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი, 38 სპეცტექნიკა და 84 საკრუიზო რაკეტა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, 2 მაისს უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 12 თავდასხმა დონბასში.
გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ მტერი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში.