ევროკავშირი უკრაინაში ომის წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს, - ამის შესახებ კიევში ვიზიტისას ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ 24 თებერვლისთვის - შემოჭრის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჩვენ მოვამზადებთ სანქციების მე-10 პაკეტს და რუსეთის ნავთობპროდუქტების ფასის დამატებით ზღვარს G7-ის პარტნიორებთან ერთად შემოგთავაზებთ“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ასევე, განაცხადა, რომ არსებული სანქციები რუსეთის ეკონომიკას სერიოზულად აზარალებს და ნავთობის ფასის უკვე არსებული ზღვარი, მოსკოვს ყოველდღიურად დაახლოებით 160 მილიონი ევრო უჯდება.