249 მლნ-იანი ბრუნვით „ალტა“ ტექნიკის მაღაზიებში პირველ ადგილს ინარჩუნებს

249 მლნ-იანი ბრუნვით „ალტა“ ტექნიკის მაღაზიებში პირველ ადგილს ინარჩუნებს

access_time2021-05-25 12:00:00

პანდემიამდე საქართველოში ტექნიკის მსხვილი მაღაზიების ბრუნვა 0.5 მლრდ ლარს აჭაბებდა. შემოსავლის უდიდესი ნაწილი სამ კომპანიაზე: „ალტაზე,“ „ელიტ ელექტრონიქსსა“ და „ზუმერზე“ მოდიოდა. 2019 წელს 249 მლნ-იანი ამონაგებით პირველი ადგილი „ალტამ“ დაიკავა.


ალტა“ 1998 წელს დაარსდა. 2016 წლის 11 მაისს შპს „ალტამ“ და შპს „ოქეიმ“ დააფუძნეს ერთობლივი საწარმო შპს „ალტაოქეი“. 2019 წლის 15 ივლისს შპს ალტამ შეიძინა შპს ალტაოქეის 50%-იანი წილი შპს ოქეისგან და გახდა კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი. შპს ალტაოქეის კი შეეცვალა სახელწოდება და დარეგისტრირდა, როგორც შპს „ალტა რითეილი“. დღეს კომპანია 5 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი 12 მაღაზიითაა წარმოდგენილი. ალტა ასევე ფლობს „მეტრო-მარტის“ 50%-იან წილს რომელიც თავის მხრივ იმავე 5 ქალაქში 6 მაღაზიითაა წარმოდგენილი.


ალტა იმპორტირებულ ელექტრო ტექნიკას ყიდის როგორც საცალო და საბითუმო ქსელში, ასევე კორპორატიულ მომხმარებლებზეც. პროდუქციის ძირითადი ხაზი სმარტფონები, ლეპტოპები და ტელევიზორებია. თუმცა ჩამონათვალში ასევე შედის: მაცივარი, სარეცხი მანქანა, კონდიციონერი, გაზქურა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა.


2019 წლის მდგომარეობით „ალტას“ 596 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. სახელფასო ხარჯმა იმავე წელს 5.850 მლნ ლარი შეადგინა. წმინდა მოგებამ - 6.237 მლნ ლარი.


177 მლნ ლარიანი შემოსავლით მეორე ადგილს „ელიტ ელექტრონიქსი“ იკავებს. ბევრად ნაკლებია მოგება, რომელიც 1.257 მლნ ლარს შეადგენს, მაშინ როცა 2017 წელს 9.786 მლნ ლარი იყო.



„ელიტ ელექტრონიქსი“ 2005 წელს შპს-ს ფორმით დაარსდა, 2007 წელს კი სააქციო საზოგადოებად ტრანსფორმირდა. კომპანია საქართველოში 17 საკუთარ და 5 ფრანჩაიზული ტიპის მაღაზიას ფლობს. მათ შორის 5-ს თბილისში და 2-ს ბათუმში. დასაქმებულთა რაოდენობა 570-ს შეადგენს.


კომოანიის 51%-იან წილს შპს „დიჯითალ ეიჯი“ ფლობს, დარჩენილ 49%-იან წილს კი შპს „სის ინთეგრეიშენი.“ ორივე მათგანი ისრაელშია რეგისტრირებული. 2009 წლიდან „ელიტ ელექტრონიქსი“ რეაბილიტაციის პროცესში იმყოფება, რომლის დასრულებაც 2022 წელსაა დაგეგმილი.


სხვა ქსელური მაღაზიებისგან განსხვავებით „ზუმერი“ ძირითადად სმარტფონებზეა ორიენტირებული. კომპანიის შემოსავალი 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად 68%-ით 168 მლნ ლარამდე გაიზარდა. წმინდა მოგება კი პირიქით 2.036 მლნ-დან 1.163 მლნ-მდე შემცირდა.


„ზუმერმა“ ოპერირება 2009 წელს თბილისში 1 ფილიალით დაიწყო და მხოლოდ საბითუმოდ ვაჭრობდა. საცალო ბაზარზე კი 3 წლის შემდეგ გავიდა. ამჟამად კომპანია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავსა და ახალციხეში 16 მაღაზიას ფლობს. სმარტფონების გარდა გასაყიდ პროდუქციის ჩამონათვალში შედის ასევე: ლეპტოპები, ფოტოაპარატები, აუდიო-ვიდეო ტექნიკის აქსესუარები...


მცირე მაღაზიების სპეციფიკიდან გამომდინარე ქსელში მხოლოდ 200 ადამიანია დასაქმებული.


2020 წელს ჯამში 3 თვეზე მეტი ტექნიკის მაღაზიები დაკეტილი იყო, რაც მათ შემოსავლებზე აუცილებლად აისახებოდა. 2020-ის ფინანსური ანგარიშგებები ჯერ არ გამოქვეყნებულა, წინასწარ მიახლოებითი რიცხვების დასახელებაც შეუძლებელია, თუმცა ვარდნა მაინც გარდაუვალია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up