25 აპრილს, მიცვალებულთა მოხსენიების დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქში, მეტროებიდან ძირითად სასაფლაოებამდე მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება, - ამის შესახებ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, 23 აპრილს, ღამის თორმეტი საათიდან 24 აპრილის, დილის 04:00 საათამდე მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს.
„სააღდგომო დღეებთან დაკავშირებით, აღდგომის ღამეს, ლიტურგიის გამო, მეტრო გვიანობამდე, 4 საათამდე იმოძრავებს. ხოლო 25 აპრილს, ორშაბათს მიცვალებულთა მოხსენიების დღესთან დაკავშირებით, მეტროებიდან ძირითად სასაფლაოებამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს და მოქალაქეებს დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება,“ - აღნიშნა ვიქტორ წილოსანმა.