25 დეკემბერს, 18:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ღონისძიება ავანთოთ სოლიდარობის ნაძვის ხე გაიმართება.
„საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის განწყობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად, მოვაწყოთ საშობაო ღონისძიება. 25 დეკემბერს, როდესაც უკრაინა შობას აღნიშნავს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გვინდა მათთან ერთად ჩვენც გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეების ნამდვილი საახალწლო განწყობა. ის, რომ უკრაინის ომი ჩვენი ომიცაა, რომ ჩვენი გმირები მუდამ გვახსოვს და ჩვენი ყველაზე დიდი საახალწლო სურვილი უკრაინის უპირობო და სწრაფი გამარჯვებაა, რაც ქართველებს საკუთარ გამარჯვებადაც მიგვაჩნია.
ამიტომ, უკრაინელებთან ერთად ავანთებთ ნაძვის ხეს. ღონისძიებაზე მოსულებს გავუმასპინძლდებით გლინტვაინით და ქართული ტკბილეულით.
გეპატიჟებით ყველას, ვინც ამ სულისკვეთებას იზიარებთ!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!“ - ნათქვამია ორგანიზატორების წერილში