2,5-ჯერ გაზრდილი ხარჯი და მუშახელის დეფიციტი  - ,,გრინპაკის“ პანდემიური გამოწვევები

2,5-ჯერ გაზრდილი ხარჯი და მუშახელის დეფიციტი - ,,გრინპაკის“ პანდემიური გამოწვევები

access_time2022-02-17 12:00:11

პანდემიამ ქაღალდისა და მუყაოს პროდუქციის მწარმოებელ უმსხვილეს ქართულ კომპანია ,,გრინპაკს“ პრობლემა შეუქმნა. ჩინეთიდან ლოგისტიკის კატასტროფული გაძვირების შემდეგ კომპანიამ აქცენტი თურქულ ბაზარზე აიღო, თუმცა მდგომარეობას ვერც ამან უშველა. როგორც ,,გრინპაკის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი პაატა აბრამია ,,კომერსანტთან“ ამბობს, ადგილზეც პრობლემას ქმნის სავალუტო რყევები და კადრების დეფიციტი, რა პირობებში ბიზნესი რეალურად ვერ ვითარდება.


,,ძალიან გაძვირებულია ლოგისტიკის მიმართულება და ჯერჯერობით  პირი არ უჩანს გაიაფებას. საზღვაო კონტეინერებს ვერიდებით,  განსაკუთრებით ჩინეთიდან, სადაც გადაზიდვების კატასტროფული გაძვირებაა. მართალია, იქ იაფია ნედლეული, მაგრამ ტრანსპორტირება იმპორტს აძვირებს, რის გამოც იძულებული გავხდით, ალტერნატიული ბაზარი მოგვეძებნა. ჩვენ შემთხვევაში აქცენტი თურქეთზე გავაკეთეთ. იქ ნედლეული ძვირი ღირს, სამაგიეროდ, ტრანსპორტირება შედარებით იაფი ჯდება და ამით ვაბალანსებთ. მთლიანობაში ხარჯი 2-2,5-ჯერ გაგვეზარდა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, რაც ბიზნესისთვის საკმაოდ დიდი ტვირთია“, - ამბობს ბიზნესმენი.


პაატა აბრამია ადგილობრივი ბაზრის პრობლემაზეც საუბრობს და დასძენს, რომ კვალიფიციური კადრების დიდი დეფიციტია.


მისი თქმით, ამ ეტაპზე 30 ადამიანია ,,გრინპაკში“ დასაქმებული და არის აგრეთვე 15-20 ადამიანის დამატების შესაძლებლობაც, მაგრამ ხალხს ვერ შოულობს.



,,ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა პრობლემაა. პირველ რიგში, ეს არის ლარის კურსი. სავალუტო რყევები ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, სტაბილურობის განცდა არ არის. შეიძლება წარმოებაში კლება არ არის, მაგრამ გეგმაზომიერად ვერ ვვითარდებით. კადრები დამატებით ერთი დიდი პრობლემაა. ვინც საქმე იცის, შრომისუნარიანი მოსახლეობა,  ქვეყნიდან გარბის. მუშახელის უზარმაზარი პრობლემაა, რაც დიდი დაბრკოლებაა კომპანიებისთვის. ამ ეტაპზე გვაქვს რესურსი, დამატებით 15-20 კადრი ავიყვანოთ, ძირითადად სტაჟიორები შეიძლება დავამატოთ, მაგრამ აქაც  ვაწყდებით პრობლემას - ხუთი სტაჟიორიდან ზოგ შემთხვევაში ერთიც ვერ ამართლებს. პროფესიული განათლების მიმართულება უნდა განვითარდეს ქვეყანაში, თითქოს ნაბიჯები იდგმება, მაგრამ საშველი ვერ დაადგა. გლობალურად არის კადრების პრობლემა პანდემიიდან გამომდინარე და სახელმწიფო ამ საკითხის მოგვარებაში ჯერჯერობით უძლურია“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ პაატა აბრამია.


ცნობისთვის, 2014 წელს დაფუძნებული შპს „გრინპაკი“ ქაღალდისა და მუყაოს პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა (ქაღალდის პარკები, ჭიქები, თეფშები, სხვადასხვა სახეობის მუყაოს ყუთები და შესაფუთი საშუალებები), რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ასევე უქსოვადი ქსოვილის (ტომრები, პაკეტები, დეკორატიული და სხვა ნაწარმი) წარმოებაც წარმოადგენს.


სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტში ჯამური ინვესტიციის მოცულობა $5 მლნ–ს შეადგენს.


კომპანიამ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა 2017 წლის დეკემბერში დაასრულა და ბაზარზე ოპერირებას დამოუკიდებლად აგრძელებს. 


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up