25 მარტს „მოორ ეიბისი“ ატარებს ონლაინ შეხვედრას „დღგ-ის VI კარში შესული ცვლილებების მიმოხილვა“, დასწრება თავისუფალია

25 მარტს „მოორ ეიბისი“ ატარებს ონლაინ შეხვედრას „დღგ-ის VI კარში შესული ცვლილებების მიმოხილვა“, დასწრება თავისუფალია

access_time2021-03-22 09:55:45

2021 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსის დამატებული ღირებულების გადასახადის მთლიანი კარი შეიცვალა, კერძოდ, განისაზღვრა ახალი ტერმინები და დაზუსტდა უკვე არსებული ტერმინები, გაფართოვდა ჩათვლის არეალი, შეიცვალა დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მნიშვნელოვანწილად შეიცვალა დღგ-თი დაბეგვრის ობიექტები და ზოგადად დაბეგვრის მიდგომები.


აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „მოორ ეიბისი“ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ონლაინ რეჟიმში დღგ-ს კარში შესული ცვლილებების მოკლე მიმოხილვას, რომლის მიზანია მსმენელებს გააცნოს 2021 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსის დღგ- ნაწილში შესული ძირეული ცვლილებები და დაეხმაროს მათ კანონმდებლობის სწორად აღქმაში.  აღნიშნული ვებინარი განკუთვნილია ბუღალტრებისთვის, ფინანსისტებისთვის, მენეჯერებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც უწევთ საგადასახადო კოდექსის ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენება.


შეხვედრაზე განხილული იქნება უმეტესწილად ის ცვლილებები, რომელიც პრაქტიკაში ყველაზე მეტად გვხვდება, კერძოდ:

  • ტერმინთა განმარტება;

  • დასაბეგრი ოპერაციები;

  • დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილი;

  • დასაბეგრი ოპერაციის დრო და თანხა;

  • უკუდაბეგვრის დღგ;

  • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, დეკლარირებისა და გადახდის ვადები;

  • დღგ-ის ჩათვლის წესი, ჩათვლის დოკუმენტები.


ტრენინგი ჩატარდება 25 მარტს 19 საათზე, ზუმის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. რეგისტრაციისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს: 

https://forms.gle/3k2tTxsqVx4sTq346



რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მონაწილეები ზუმის ონლაინ პლატფორმის შესაბამის ბმულს ელ. ფოსტაზე მიიღებენ.


დასწრება თავისუფალია


ცნობისთვის, Moore abc წარმოადგენს აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელის - Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელ წევრ კომპანიას. 


ბრიტანული წარმოშობის, საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელი Moore Golobal, 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეხმარება კლიენტებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავებაში და წარმოდგენილია მსოფილოს 110-ზე მეტ ქვეყანაში, 30,000-ზე მეტი თანამშრომლითა და 600-ზე მეტი ოფისით. 


კომპანიის შესახებ ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე www.moore-georgia.ge


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up