25 მლნ წმინდა მოგება 245 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ - უკანონოდ აშენებული სავაჭრო ცენტრი

25 მლნ წმინდა მოგება 245 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ - უკანონოდ აშენებული სავაჭრო ცენტრი

access_time2022-02-14 12:00:09

„აშენე მომავალი დღეს“ - ეს 16 წლის ისტორიის მქონე კომპანიის სლოგანია. „მოდუსმა“ ბაზარზე თავი დიდი ხნის წინ დაიმკვიდრა. შესაბამისად, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი წლებია ერთგული მომხმარებლების დიდ რაოდენობას ინარჩუნებს და მუდმივად ვითარდება. სტაბილური, მომხმარებელზე ორიენტირებული საბაზრო პოლიტიკით, კომპანია  წესით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითაც უნდა გამოირჩეოდეს, თუმცა წარმატებული ბიზნეს პროექტის უკან უკანონო მშენებლობა დგას.  „მოდუსმა“ სავაჭრო ცენტრი მშენებლობის ნებართვის გარეშე სარეკრეაციო ზონაში ააშენა.

 

კახეთის გზატკეცილის N65-თან მდებარე მიწის ნაკვეთის შეძენით კომპანია 2017 წელს დაინტერესდა. „მუდუსში“ იცოდნენ, რომ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა-2 სტატუსი ჰქონდა და ფართიდან გამომდინარე სავალდებულო იქნება გრგ-ს დამუშავება. თუმცა, განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კომპანია გრგ-ს დამუშავებას სამრეწველო ზონის პარამეტრებში გეგმავდნენ, რადგან მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორიაზე სამრეწველო ზონა -1 სტატუსი იყო გავრცელებული.

 

დედაქალაქის მთავრობამ  მიწის ნაკვეთის გასხვისება შესაძლებლად მიიჩნია. თუმცა დოკუმენტში წერია ისიც, რომ მიზანშეწონილია ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, რომელიც დაადგენს აღნიშნულ ტერიტორიაზე ფუნქციურ ზონებს.

 

უკვე 2018 წელს „მოდუსმა“ 9 300 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა მოითხოვა, რაზეც დედაქალაქის მთავრობისგან უარყოფითი პასუხი  მიიღო. თუმცა, უარი დაბრკოლება არ ყოფილა, მშენებლობა კომპანიამ ნებართვის გარეშე დაიწყო.

 

2018 წლიდანვე დაიწყო საქმის წარმოება თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. ამ დრომდე დედაქალაქის მთავრობამ კომპანია სამშენებლო სამართალდარღვევაზე ორჯერ, ხოლო მშენებლობის გაგრძელების გამო ოთხჯერ, ჯამში 245 000 ლარით დააჯარიმა. უწყებაში გვითხრეს ისიც, რომ ჯარიმების ნაწილი გადახდილია.

 

მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა სამშენებლო სამართალდარღვევა და უნებართვოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა. შეჩერების დადგენილება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაუყოვნებლივ გადაიგზავნა. ამ დადგენილებით კომპანიას აეკრძალა რაიმე სახის სამუშაოების განხორციელება მანამ, სანამ არ იქნებოდა სამშენებლო სამართალდარღვევა აღმოფხვრილი. თუმცა, მხარე სამსახურის გაფრთხილებას არ დაემორჩილა და დადგენილება ოთხჯერ დაარღვია, რის გამოც ფინანსური სანქცია დაეკისრა. ამავდროულად უნებართვო სამშენებლო სამუშაოებისთვის  ორჯერ დაჯარიმდა, რადგან სხვადასხვა დროს ორი სხვადასხვა საქმის წარმოება მიმდინარეობდა.

 


ჯარიმის გარდა, კომპანიას განხორციელებული სამუშაოების დემონტაჟი დაევალა. მაგრამ ამ ნაწილში აქტი კანონიერ ძალაში შესული არ არის, რადგან სასამართლო დავა მიმდინარეობს. სამსახური იმის მიხედვით იმოქმედებს, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუ ჩვენი აქტი კანონიერ ძალაში დარჩება, სააღსრულებო ფურცელი დემონტაჟის ნაწილზეც გაიცემა“, - განაცხადეს მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში.

 

როდის დასრულდება საჯარო და კერძო სექტორს შორის სასამართლო დავა უცნობია, მუნიციპალურმა ინსპექციაში ამბობენ, რომ პროცესი რთული და ხანგრძლივია. ამასობაში 4 წელი გავიდა, კომპანია მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს. პანდემიის მიუხედავად 2020 წელი მოდუსმა დადებითი მაჩვენებლით დაასრულა. კომპანიის შემოსავალი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 6 965 247 ლარით 119 846 090 ლარამდე გაეზარდა. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის წლიური წმინდა მოგება 2020 წელს 34 პროცენტით 6 223 599 ლარამდე შემცირდა, 2019 წელს ეს თანხა 9,488,645 ლარი იყო,  2018 წელს კი 9 706 456.


იმ დროიდან რაც კომპანიამ სავაჭრო ცენტრი უკანონოდ ააშენა, ანუ 2018 წლიდან 2020 წლამდე, 25 418 700 ლარის წმინდა მოგება მიიღო.


საანგარიშო პერიოდში კომპანიის საკუთრებაში  119,721,817 მლნ ლარის აქტივები იყო.

 

კომპანიის კაპიტალი 2020 წლის 31 დეკემბრისათვის 82 540 573 ლარი იყო.

 

„მოდუსი“ 2006 წელს დაფუძნდა და მისი ისტორია ბათუმიდან იწყება. კომპანიის 100% წილის მფლობელი 2020 წლის 26 აგვისტომდე იყო საქართველოს მოქალაქე ოთარ დარჩიძე, ხოლო 2020 წლის 26 აგვისტოდან ამირან დარჩიძე.

 

2020 წლის განმავლობაში რეალიზებული მარაგების თვითღირებულებამ შეადგინა 84 651 684 ლარი, ხოლო 2019 წელს 82 700 683 ლარი. 2020 წლის განმავლობაში მარაგის გაუფასურების ხარჯმა 4 624 029 ლარი შეადგინა, 2019 წელს კი 1 062 647 ლარი.

 

კომპანიაში 2020 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 564-ს შეადგენდა, შრომის ანაზღაურება კი 8 255 160 ლარი შეადგინა.

 

კომპანია პროდუქციის რეალიზაციას თბილისსა და ბათუმში არსებულ 4 ფილიალში შემავალი სავაჭრო ობიექტებისა და ჰიპერმარკეტების მეშვეობით ახორციელებს.



თეგები:
მოდუსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up