სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 20-24 თებერვალს, 25 ქართულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო სასმელი და საკვები პროდუქციის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში Gulfood 2023.
Gulfood 2023 ტრადიციულად დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში იმართება და ყოველწლიურად საშუალოდ 100 000 ვიზიტორს მასპინძლობს. Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა.
წელს, სააგენტოს მხრიდან მოლაპარაკებების შედეგად შესაძლებელი გახდა საქართველოსთვის გამოყოფილი სივრცის მნიშვნელოვნად, 195 მ2-მდე გაზრდა, რამაც გამოფენაზე დამსწრე კომპანიების რიცხვის გაზრდა განაპირობა.
გამოფენაზე ქართული დელეგაცია პროდუქტების საკმაოდ მრავალფეროვანი ჯგუფით იყო წარმოდგენილი. კერძოდ, საქართველოს სტენდებზე წარმოდგენილი იყო: თხილისა და თხილის პროდუქტების, კაკლის, ნუშის, ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების, ცოცხალი გადამამუშავებელი ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვანი პროდუქტების, ცოცხალი ცხვარისა და ახალი ცხვრის ხორცის, სხვადასხვა კონსერვირებული ხორცპროდუქტების, თაფლისა და ა.შ მწარმოებელი კომპანიები.