25 ქვეყანას შორის საქართველო მონეტარული პოლიტიკის სიმკაცრით მეექვსე ადგილზეა, ინფორმაციას ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში აქვეყნებს.
2023 წლის იანვრის მონაცემებით, 25 ქვეყანას შორის ყველაზე მაღალი რეფინანსირების განაკვეთი 25%, უკრაინას ჰქონდა, მეორე ადგილზე 20%-იანი განაკვეთით მოლდოვაა, მესამეზე ყაზახეთი 16.75%-ით, მეოთხეზე უნგრეთი 13%-ით, ხოლო მეხუთეზე ბელარუსი 11.5%-ით.
ეროვნული ბანკის მიმოხილვის მიხედვით, ყველაზე დაბალი რეფინანსირების განაკვეთი შვეიცარიაშია და ის 1%-ს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ბოლო, 2023 წლის 1 თებერვალს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 29 მარტს ჩატარდება.