25–30 წელიწადში სურსათზე ფასები 300-350%-ით გაიზრდება

25–30 წელიწადში სურსათზე ფასები 300-350%-ით გაიზრდება

access_time2021-09-06 10:00:30

გაეროს ანალიტიკოსები სურსათის დეფიციტსა და მათზე ფასების არნახულ ზრდას პროგნოზირებენ. FEMA–ს (ამერიკის განსაკუთრებულ სიტუაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტის) პროგნოზით, მომდევნო 25-30 წელიწადში სურსათი სულ უფრო დეფიციტური გახდება და ფასები მათზე 300-350%-ით გაიზრდება. ამის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის რაოდენობის ზრდაა, რაც სურსათის დეფიციტს გამოიწვევს.


ცნობილია გაეროს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა 9-10 მილიარდი იქნება. მთავარი გამოწვევა კაცობრიობისთვის, როგორც სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე აღნიშნავს, მიწების სიმცირეა.


,,სურსათის წარმოებისათვის საჭირო მიწის რესურსები სულ უფრო მცირდება. ინდოეთში 1 კვ/კმ-ზე მოდის 450 მოსახლე, ჩინეთში - 500, ხოლო რუსეთის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 7 მოსახლეს ითვლის. დედამიწის 2/3 წყლებსა და ოკეანეებს უკავია, ერთი მესამედი ხმელეთს და მხოლოდ მისი 12% არის ვარგისი სასოფლო–სამეურნეო წარმოებისათვის. მთელ მსოფლიოში სურსათის დეფიციტი გახდება დიდი გამოწვევა, მათ შორის, საქართველოსთვის, რომელიც მცირემიწიანი ქვეყანაა. დედამიწაზე პირველად მილიარდი მოსახლე 1820 წელს დაფიქსირდა. ხოლო ორას წელიწადში მოსახლობა უკვე თითქმის 7 ჯერ გაიზარდა, პროგნოზებით 2050 წლისათვის 9-10 მილიარდი იქნება. ცხადია ისიც, რომ მოსახლეობის ზრდასთან ერთად სურსათის და წყლის მოპოვება სულ უფრო გართულდება. ამერიკის განსაკუთრებულ სიტუაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტის ექსპერტების გამოკვლევებით, მომავალ 25-30 წლებში სურსათი სულ უფრო დეფიციტური გახდება და ფასები მათზე 300-350%-ით გაიზრდება, ეს კი სურსათზე ხელმისაწვდომობის შემცირებას, გლობალურ შიმშილობას გამოიწვევს, რაზეც გაეროს ანალიტიკოსები წლებია საუბრობენ“, - უთხრა კობა კობალაძემ ,,კომერსანტს“.


ცხადია, ზომების მიღება მოუწევს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, სადაც, კობალაძის განმარტებით, დეფიციტზე მეტად, კვების რეჟიმი და სასურსათო პროდუქტის კალორიულობის მხრივ გველის პრობლემა. მეცნიერის შეფასებით, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ გამოკვებოს საკუთარი მოსახლეობა და იმპორტზე მინიმალურად იყოს დამოკიდებული.



,,განსაკუთრებული ყურადღება მიწას და წყალს უნდა მიექცეს. ამისთვის კი, აუცილებელია აგრარული სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მრავალ პრობლემას მოხსნის. პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ მიწების დამცავი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიის და ტექნიკის გამოყენება. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მიწების გასარწყავებას, სადაც თვითდინება არ იქნება შესაძლებელი, ჭაბურღილი გაკეთდეს. ამ მიმართულებით ბოლო დროს მთავრობის მხრიდან გარკვეული ქმედითი ნაბიჯები იდგმება, რაც კარგია, მაგრამ მეტად უნდა გააქტიურდეს მუშაობა, რათა გლობალურ გამოწვევას გავუმკლავდეთ. აუცილებლად უნდა გაკეთდეს აქცენტი ძვირადღირებული პროდუქციის წარმოებაზე. სწორი აგრარული პოლიტიკის პირობებში საქართველოს შეუძლია დაახლოებით 4-5-ჯერ გაზარდოს სამხრეთული კულტურების წარმოება. გარდა ამისა, მეტი ყურადღება მიექცეს წყალსაცავების გაკეთებას, რადგან სურსათის დეფიციტამდე შეიძლება დადგეს წყლის გამოყენების პრობლემა. შეიძლება ითქვას, რომ ფიზიოლოგიურ დონეზე შიმშილობის პრობლემა არ გვემუქრება, თუმცა პრობლემაა კვების რეჟიმი, რადგან ე.წ. ძვირი კალორიები ხალხისთვის მიუწვდომელია. შესაბამისად, რაციონში პური დიდი რაოდენობით გამოიყენება“, - განმარტავს კობალაძე.


გაერო-ს განცხადებით, 2030 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა თითქმის მილიარდი ადამიანით გაიზრდება, ხოლო 2100 წლისთვის კი 11 მილიარდს გადააჭარბებს.


დოკუმენტის თანახმად, მოსახლეობის ყველაზე სწრაფი ზრდა ნიგერიაში ფიქსირდება.


,,2050 წლისთვის ეს ქვეყანა (ნიგერია) მსოფლიოში მოსახლეობის სიმრავლით მეშვიდე ადგილიდან მესამეზე გადავა და აშშ-ს გაუსწრებს, - აცხადებენ გაეროში.


ორგანიზაციის ინფოგრაფიკის თანახმად, 2030 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 8.5 მილიარდი იქნება, 2050 წლისთვის - 9.7 მილიარდი, ხოლო 2100 წლისთვის — 11.2 მილიარდი.


Countrymeters-ის მონაცემებით, დღეს პლანეტაზე 7.9 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up