"25.8%-იანი ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია ფუნდამენტური ფაქტორების მკვეთრი გაუმჯობესებით", - ანდრია გვიდიანი

access_time2021-06-30 12:37:53

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში ეკონომიკის მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 25.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იანვარ-მაისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 11.5%-ს გაუტოლდა. საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის აღდგენის მსგავსი მაჩვენებლები მთავრობის მიერ გატარებული სწორი ღონისძიებების და გარე ფაქტორების შედეგია.

 

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის გამოქვეყნებული მონაცემები, მართლაც შთამბეჭდავია. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ეკონომიკის აღდგენის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. ხაზგასასმელია, რომ ეკონომიკის აღდგენის ასეთი სწრაფი ტემპი აჭარბებს ყველა მოლოდინს, მათ შორის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ პროგნოზებსაც.

 


აქვე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ მთავარ ფაქტორებს, რამაც მაისის თვეში ეკონომიკის 25.8%-იანი ზრდა გამოიწვია. ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის საწარმოთა ბრუნვა, რომელიც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 50.3%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 3,581 ერთეულს გაუტოლდა, რაც  12.5 პროცენტით აღემატება. აღნიშნული მაჩვენებელი მიუთითებს ბიზნესის მნიშვნელოვან გამოცოცხლებაზე და, შესაბამისად, პოზიტიურ მოლოდინებზე, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოებაა. ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტის საკითხი, რომელიც მაისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 45.0 პროცენტით გაიზარდა. ასევე, ფულადი გზავნილები, რომელიც 42.4 პროცენტით გაიზარდა. ამასთან არ უნდა გამოგვრჩეს, ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი - ტურიზმი. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სექტორშიც მნიშვნელოვანი გამოცოცხლება შეინიშნება და წინა წელთან შედარებით, 180%-იანი ზრდა გვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩამოთვლილი ფაქტორები ადასტურებს, რომ ეკონომიკის ზრდის კუთხით, მიმდინარე წელი საკმაოდ პოზიტიური იქნება", - განაცხადა გვიდიანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up