საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ16-კმ17 მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2020 წლის 26 და 27 სექტემბერს, 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.