ქართულმა კომპანია „ტენემ“, რომელიც მეორადი ნარჩენებისგან USB კაბელებს ამზადებს, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა სადაც წერს, რომ 26 დეკემბერს უკრაინის დასახმარებლად აქცია პერფორმანსს გამართავს — ველო გენერატორს შექმნის, სადაც ტენეს Power Bank-ების დამუხტვის საშუალება ნებისმიერი მსურველს ექნება, შემდეგ კი ეს Power Bank-ები „ტენეს“ ველო გენერატორთან ერთად უკრაინელ ხალხს გადაეცემა.
„დღეს უკრაინაში ენერგეტიკული კრიზისია. ამიტომ, მათ მხარდასაჭერად „ტენეში“ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ველო გენერატორი, რომელიც პედლის დატრიალების გზით ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
ორშაბათს, 26 დეკემბერს 16:00 საათზე GIPA-ს III კამპუსში უკრაინის მხარდამჭერ აქცია-პერფორმანსს - „ტენე უკრაინისთვის გავმართავთ, სადაც ნებისმიერ მსურველს მივცემთ საშუალებას დამუხტოს ტენეს Power Bank-ები, რომლებიც მოგვიანებით ტენეს ველო გენერატორთან ერთად უკრაინელ ხალხს გადაეცემა.
ერთად გავუგზავნოთ უკრაინელებს ქართული ენერგია და ვუსურვოთ მათ გამძლეობა,“ - ნათქვამია განცხადებაში.