26 მაისი -3 ივნისის შუალედში, ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზეა გადასვლის მოთხოვნა მხოლოდ 444 მოსწავლის მშობელმა დაწერა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS) განუცხადეს.
მათივე განმარტებით, 26 მაისი - 3 ივნისის შუალედში ონლაინსწავლების მოთხოვნა 1048-მა მშობელმა გააუქმა.
შეგახსენებთ, რომ ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია.