27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, 27 აპრილიდან ასევე სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ნებისმიერ პროდუქტზე მიტანის სერვისი და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.