კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გუშინდელთან შედარებით თითქმის 20 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2896 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.3888 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.3225-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/6.3982 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 6.4433-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი უმნიშვნელოდ გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/496.8100 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 497.8100-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი კი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6935 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6936-ის ნიშნულზე იყო.