"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინფორმაციით, 28 ივნისს, ქუთაისი-სოხუმის D500 მმ და აბაშა-სენაკის D700 მმ მაგისტრალური გაზსადენების გადალაგებითი სამუშაოები განხორციელდება, რის შედეგადაც ქვეშანჭალის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება.
28 ივნისის, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება აბაშის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს შეუწყდება: ქვიშანჭალა, გაუწყინარი, თხმელარი, პირველი მაისი, მარანი, მარანჭლა.
"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
გაზსადენების გადალაგებით სამუშაოებს სამუშაოებს "ექსპრეს-სერვის 2008" შეასრულებს.