28 მაისს ევროპის წამლის სააგენტო (EMA) 12-15 წლის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
დამტკიცების შემთხვევაში, ეს ევროკავშირში პირველი ვაქცინა იქნება, რომელიც ავტორიზაციას მიიღებს აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება მაისში დაუშვა.
აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან 15 წლამდე 600 ათასზე მეტი ბავშვი აიცრა.
imedinews.ge