29 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8607 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8584 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8648 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.64 თეთრი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 აგვისტოდან შევა ძალაში.
ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან 0.55%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8636 იყო.
თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 18,18 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.12%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 18.1860-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გაუმყარდა და დოლართან მიმართებაში 404 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.05%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 403.9700-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 17:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6997 ნიშნულზე იყო.