ლარი გამყარებას განაგრძობს, სამშაბათს 8 თებერვალს, თბილისის დროით 11:30 სთ-ზე Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9125 შეადგინა. ბოლო 1 წელიწადში ლარი დოლართან მიმართებაში 11%-ით, 1-ლი იანვრიდან დღემდე კი 5.7%-ით გამყარდა.
კურსი 2.92-ს ქვემოთ ბოლოს 2020 წლის მარტში პანდემიის გამოცხადებამდე აღინიშნებოდა, უფრო ადრე 2019 წლის ზაფხულში დოლარის ღირებულება 2.95-ს აჭარბებდა.
ლარის გამყარება იმპორტს აიაფებს და საგარეო ვალდებულებებს ამცირებს, ექსპორტს კი პირიქით აძვირებს.
მაშინაც როდესაც კურსი სწრაფად მყარდება და მაშინაც როდესაც სწრაფად უფასურდება, რყევები ბაზარზე არასტაბილურობასა და გაურკვევლობას წარმოშობს.