საქართველოს მასშტაბით 2023-2025 წლებში 292 სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი, რომლებიც 17 000-მდე ოთახს და 33 000-ზე მეტ საწოლ ადგილს გააერთიანებს.
ყველაზე მეტი — 65 სასტუმროს მშენებლობა თბილისშია დაგეგმილი, მას მოსდევს სამცხე-ჯავახეთი — 46 მშენებარე პროექტით და აჭარა — 46 მშენებარე სასტუმროთი.
რეგიონი | განთავსების რაოდენობა | ოთახების რაოდენობა | საწოლი ადგილები |
საქართველო | 292 | 16,988 | 33,729 |
აჭარა | 46 | 4,970 | 9,466 |
გურია | 16 | 283 | 581 |
თბილისი | 65 | 5,351 | 10,531 |
იმერეთი | 29 | 965 | 1,953 |
კახეთი | 35 | 1,557 | 3,066 |
მცხეთა-მთიანეთი | 15 | 1,069 | 2,141 |
რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი | 5 | 129 | 260 |
სამეგრელო-ზემო სვანეთი | 21 | 475 | 977 |
სამცხე-ჯავახეთი | 47 | 1,772 | 3,910 |
ქვემო ქართლი | 7 | 170 | 344 |
შიდა ქართლი | 6 | 247 | 500 |
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020-2023 წლებში საქართველოში სულ 238 სასტუმრო გაიხსნა, რომელთა ოთახების საერთო რაოდენობამ 7800-ს გადააჭარბა. ყველაზე მეტი სასტუმრო თბილისში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში გაიხსნა. ყველაზე ნაკლები კი რაჭა ლეჩხუმი, ქვემო სვანეთში და ქართლში.