2022 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მიხედვით პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა $299 მილიონით, ზრდა წინა წელთან შედარებით 726%-ია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
პირველ ხუთეულში რუსეთთან ერთად არის იტალია, აშშ, საბერძნეთი და ისრაელი
იტალია - $36 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8%
აშშ - $30 მილიონი, ზრდა წინა წელთან 26%
საბერძნეთი - $19 მილიონი, ზრდა წინა წელთან 0%
ისრაელი - $16 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8%
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 502.0 მლნ აშშ დოლარი (1398.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 142.9%-ით (295.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.