3, 4 თუ 5% - საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების ლაბირინთში

3, 4 თუ 5% - საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების ლაბირინთში

access_time2022-04-06 11:00:01

რუსეთ-უკრაინის ომმა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც შეცვალა არსებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. მაშინ, როდესაც საქართველოს 2022 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის 6%-იან ზრდაზეა დაგეგმილია, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები ერთხმად ამბობენ, რომ ასეთ მაღალ მაჩვენებელს ქვეყანა არათუ მიმდინარე წელს, 2023-შიც ვერ მიაღწევს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


მიმდინარე წლის ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილი 6%-იან ეკონომიკური ზრდის ფინანსთა სამინისტროშიც აღარ სჯერათ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა 1 მილიარდი დოლარით იზარალოს. მისი განმარტებით, წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება, ამიტომ სამინისტრო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად უკვე მუშაობს აღნიშნული პროგნოზის დაკორექტირებაზე.


საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ წინა პროგნოზებით, 2022 წელს 5 პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4 პროცენტის ფარგლებში იქნება. უფრო პესიმისტრური განწყობა აქვთ საბანკო ასოციაციაში, მათი შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 2.5-3%-ის ფარგლებში გაიზრდება. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, უკრაინაში მიმდინარე ომი გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე უშუალოდ საბანკო სექტორის პორტფელის ზრდის ტემპზე.



გაცილებით დამაიმედებელი პროგნოზი აქვთ ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებში. TBC Capital წელს 4%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრად ელის. მათი ინფორმაციით, ტურიზმისა, გზავნილების და ასევე სხვა მაჩვენებლების დინამიკა მიუთითებს, რომ წლევანდელი მოლოდინი ადრინდელ 3.5-4.0%-იან დიაპაზონს მნიშვნელოვნად აღემატება.


Galt & Taggart-ის ანალიტიკოსები კი წელს საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 3.0%-ით ზრდას ვარაუდობენ. თუმცა, საქართველოში მიგრანტების შემოდინება რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან, შესაძლოა, წლის ბოლოს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელზე დადებითად აისახოს. ასევე, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ტვირთბრუნვის საქართველოში გადმოტანამ მშპ-ის დონე გაზარდოს. გასათვალისწინებელია საერთაშორისო კომპანიების საქართველოში გადმოსვლის შესაძლებლობაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, Galt & Taggart არ გამორიცხავს, რომ 2022 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა არა 3.0%-ით, არამედ 4.0-4.5%-ით გაიზარდოს.


პესიმისტური პროგნოზები აქვთ საერთაშორისო სავალუტო ფონდში და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში. სავალუტო ფონდი 2022 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3%-მდე ამცირებს. თუმცა უკვე 2023 წლიდან ზრდის ტემპისა და სხვა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ვარაუდობს.


რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ვითარების ფონზე, EBRD-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს გადახედა და საქართველოსთვის სხვა ორგანიზაციებთან შედარებით ყველაზე ცუდი სცენარი იწინასწარმეტყველა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5 პროცენტული პუნქტით, 2%-მდე შეამცირა. 2023 წლისთვის კი 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. EBRD-ის ახალი ანგარიშის თანახმად, ომი სერიოზულ გავლენას მოახდენს იმ ეკონომიკებზეც, რომლებიც კონფლიქტის უშუალო არეალს მიღმა არიან.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up