რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის სერვისის გაუმჯობესების მიზნით, 3 ოქტომბრიდან, თბილისის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების გრაფიკი შეიცვლება და დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები, 20 -ის ნაცვლად, 15 წუთიანი ინტერვალით გადაიყვანენ მგზავრებს.
როგორც რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი ავტობუსი რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, 07.00. სთ-ზე გავა. თბილისიდან რუსთავის მიმართულებით, კი მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას 07.50.სთ-ზე დაიწყებს. ბოლო ავტობუსი დედაქალაქიდან რუსთავში მგზავრებს 22.50. სთ-ზე გადმოიყვანს, რუსთავიდან თბილისისკენ, კი ბოლო მუნიციპალური ავტობუსი, 22.00.სთ-ზე გავა.