საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები გაიზარდა. წლიურად გაზრდილია ასევე ფასიც, როგორც გასაყიდი, ასევე ქირა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია აღნიშნული.
კერძოდ, კვლევის თანახმად, 2022 წლის თებერვალში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-ით გაიზარდა და 3 129 ტრანზაქცია დაფიქსირდა თბილისში. რაც შეეხება ფასებს, თებერვალში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 10%-ით გაიზარდა და 887 დოლარი შეადგინა 1კვ. მეტრის ღირებულებამ. ქირაზე კი ფასი 27%-ით 5.9 აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2022 წლის მონაცემებით, რაიონები თბილისში, სადაც ყველაზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, არის: ჩუღურეთი - 65%-იანი ზრდა, ვაკე - 36% და დიდი დიღომი - 32%-იანი ზრდა. გაყიდვები შემცირდა მხოლოდ 3 რაიონში. ესენია: კრწანისი, მთაწმინდა და გლდანი.
რაც შეეხება ფასს, წინა თვეში საცხოვრებელი უძრავი ქონება თბილისში ყველაზე მეტად - 18%-ით გაიზარდა ვაკეში, მას მოსდევს საბურთალო - 16%-იანი ზრდით, მე-3 ადგილზე კი მთაწმინდაა, სადაც ფასი წლიურად 15%-ით არის გაზრდილი.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"