3 საფრთხე, რომელიც  კაცობრიობას ემუქრება

3 საფრთხე, რომელიც კაცობრიობას ემუქრება

access_time2020-04-27 20:00:01

უკვე დღევანდელ ეპოქაში, 2020-იან  წლებში,  კაცობრიობა ისეთი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, რომლებიც მისი არსებობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. ებრაელი ფუტუროლოგის იუვალ ნოი ჰარარის აზრით, საუბარია 3 ძირითად ფაქტორზე - ბირთვული ომის საშიშროებაზე, ეკოლოგიურ კრიზისზე და ტექნოლოგიების დამანგრეველ ძალაზე.

 

პირველი ძირითადად თეორიულია - ბირთვული თვითგანადგურების რეალობის თითქმის არავის სჯერა. ეს ფაქტორი მუდმივად არსებობს, თუმცა, ყველაზე რთული საერთაშორისო პოლიტიკური კრიზისების დროსაც კი, მაინც თეორიად რჩება.ეკოლოგიური კრიზისი ასევე კარგადაა ცნობილი კაცობრიობისთვის - ჩვენ ყველანი დღეს ამ კრიზისის ეპოქაში ვცხოვრობთ.

 

იუვალ ჰარირის სამეულში სწორედ ტექნოლოგიების დამანგრეველი ძალაა ნაკლებად გასაგები ფართო საზოგადოებისთვის, ამიტომაც, თავის პროგნოზებში ის ყურადღებას  ძირითადად ამ თემაზე ამახვილებს.

 

ამ საკითხში ის 5 მიმართულებას გამოყოფს.

 

1.უსარგებლო ადამიანები

 

ავტომატიზაცია სულ მალე რამდენიმე მილიონ სპეციალობას გაანადგურებს. რა თქმა უნდა, მათ უამრავი სხვა პროფესია ჩაანაცვლებს, თუმცა, ადამიანებს სრულიად ახალი დარგების ათვისება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, სავარაუდოდ ძალიან გაუჭირდებათ.

 

მაგალითად, თქვენ 50 წლის ხართ, უპილოტო აპარატების გამო სამუშაო დაკარგეთ. არის შესაძლებლობა პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი ან იოგას მასწავლებელი გახდეთ.

 

რამდენად შესაძლებელია 50 წლის სატვირთო მანქანის მძღოლისთვის ასეთი სწრაფი და კარდინალური გადაწყობა? თანაც, შესაძლოა, ეს სიცოცხლის მანძილზე რამდენიმეჯერ მოუწიოს.

 

21-ე საუკუნეში ადამიანს მოუწევს ბრძოლა უსარგებლობის წინაამღდეგ, და „უსარგებლოთა კლასში“, სწორედ ამ ბრძოლაში წაგებულები შევლენ. თავის მხრივ, რიგით ადამიანებს და ძლევამოსილ ელიტებს შორის უკვე არსებულ კონფლიქტს, ეს ფაქტორი დამატებით გააღრმავებს.

 

2. უთანასწორობა ქვეყნებს შორის

 

ჩვენ უკვე ვართ ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ გაჩაღებული გლობალური რბოლის მოწმეები. ჩინეთი და შტატები ამ შეჯიბრებაში აშკარა ლიდერები არიან, დანარჩენი ქვეყნები კი მათ საგრძნობლად ჩამორჩებიან.

 

თუ ხელოვნური ინტელექტით მიღებული შესაძლებლობები ქვეყნებს შორის თანაბრად არ განაწილდება, უზარმაზარი სიმდიდრე  იქნება კონცენტრირებული მხოლოდ რამდენიმე მაღალტექნოლოგიურ ცენტრში, ხოლო დანარჩენი სახელმწიფოები ან გაკოტრდებიან, ან ციფრული კოლონიები გახდებიან.

 

საუბარია საკმაოდ მარტივ ხელოვნურ ინტელექტზე, თუმცა, გლობალური ბალანსის დარღვევა მასაც  შეუძლია.

 

წარმოიდგინეთ, რა კატასტროფა ელის განვითარებად ეკონომიკებს იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, ავტომატიზაციის და მაღალი ტექნოლოგიების წყალობით, ტანსაცმლის წარმოება კალიფორნიაში მექსიკაზე უფრო იაფი იქნება?


 

ან რა იქნება მაშინ, როდესაც ვიღაცას სან-ფრანცისკოში ან პეკინში ხელთ ექნება პირადი მონაცემები სხვა ქვეყნების ყველა პოლიტიკოსზე, მოსამართლეზე, ბიზნესმენზე ან ჟურნალისტზე?  იქნება თუ არა ეს ქვეყანა დამოუკიდებელი, თუ ციფრულ კოლონიად გადაიქცევა?

 

როდესად თქვენ საკმარისი ინფორმაცია გაქვთ, სულ არაა აუცილებელი ჯარისკაცების გაგზავნა..

 

3. ციფრული დიქტატურა

 

მონაცემების არათანაბარი ფლობა ციფრულ დიქტატურებს იწვევს.

 

ინფორმაციის სწორი გამოყენებით, თქვენ ადამიანების გაკონტროლებას, მათი სისუსტეების გამოყენებას, ფარული შიშების და იმედების ამოცნობას შეძლებთ.

 

სისტემამ, რომელმაც ჩვენს შესახებ ჩვენზე მეტი იცის, ჩვენით მანიპულირებას და ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებს.

 

დღეს ადამიანთა მასობრივი კანქვეშა ჩიპირებაზე  უკვე სულ უფრო ხშირად საუბრობენ.  რა თქმა უნდა, რაღაც საკითხებში ეს სასარგებლოც იქნება - მაგალითად, ჯანდაცვაში.

 

თუმცა, ეს არის უზარმაზარი ძალაუფლება   და ის ძალიან საშიშია, თუ არასათანადო ხელში მოხვდება - ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველა საშინელი ტოტალიტარული რეჟიმი იქნება.

 

წარმოიდგნეთ, მაგალითად, კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა 20 წლის შემდეგ, ქვეყანა,  სადაც ბიომეტრიულ სამაჯურს ყველა ზრდასრული მოქალაქე ატარებს - ეს  ყოველ ადამიანზე მკაცრი კონტროლის დამყარების იდეალური საშუალება იქნება.

 


4. ალგორიმების ძალაუფლება

 

 

სულ უფრო ხშირად ადამიანები გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ალგორითმებს გადააბარებენ, შესაბამისად, სულ უფრო მეტი ძალაუფლება სწორედ ალგორითმებს ექნებათ.

 

ეს არაა შორეული მომავალი, ეს დღესაც ხდება - ისეთ ალგორითმებს, როგორცFacebook, Google, Netflix, Amazon და  Alibaba-ს სულ უფრო მეტი ადამიანი ენდობა. რა წავიკითხოთ, რა ჩავიცვათ, სად რა ვიყიდოთ და საერთოდაც - ვის დაუჯეროთ.

 

სულ მალე ასეთი ალგორითმები თქვენი დაოჯახების, სამსახურში მიღების, სესხის მიღების და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებს  გადაწყვეტენ.

 

შესაძლოა ადამიანებმა საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლიც კი დაკარგონ.

 

5. ადამიანურობის განადგურება

 

ტექნოლოგიას არა მხოლოდ პოლიტიკის, ეკონომიკის და ცხოვრებისეული ფილოსოფიის, არამედ ბიოლოგიური მოწყობის შეცვლაც  შეუძლია.

 

უახლოეს ათწლეულებში ხელოვნური ინტელექტი და ბიოტექნოლოგია უნიკალურ შესაძლებლობებს მოგვანიჭებენ - მათ შორის ადამიანის და სიცოცხლის ახალი ფორმების შექმნაც კი იქნება.

 

მთავრობებს და კორპორაციებს ამ ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანის ინტელექტის და დისციპლინის გაძლიერებისთვის შეეძლებათ. თუმცა, სხვა, მათი მიზნებისთვის ნაკლებად აუცილებელი თვისებების ხარჯზე, ისეთების, როგორც თანაგრძნობა, მშვენიერების აღქმა, ჰუმანურობა, და სულიერი განცდები.

 

მაშ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს?

 

21-ე საუკუნეში აუცილებელია თანამშრომლობა ქვეყნებს შორის საერთო კეთილდღეობისთვის.  გლობალიზმი საერთო გლობალური მთავრობის შექმნას, ან მიგრაციაზე უარის თქმას არ ნიშნავს. დღეს ყველა ქვეყნის წინაშე ერთიანი ამოცანები დგას. ისინი ერთიანობას მოითხოვენ, თუმცა, ეროვნულ თავისებურებებსაც არ უარყოფენ.


დღევანდელ დროში თვითმკვლელობებისგან მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ომებში, ხოლო დენთი გაცილებით ნაკლებად საშიშია, ვიდრე შაქარი. გლობალური წესრიგი დღეს წააგავს სახლს, რომელშიც არავინ არაფერს არემონტებს. ის კიდევ გარკვეული დრო გაუძლებს, თუმცა, აუცილებლად დაინგრევა თუ ყველაფერი უცვლელი დარჩა.

 

ეს ყველაფერი არის შესაძლებელი სცენარი და არა განაჩენი. პროცესები შესაძლებელია შეიცვალოს და ტექნოლოგიები მხოლოდ ადამიანების სასიკეთოდ იქნას გამოყენებული,ამისთვის საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა.

 

არა აქვს მნიშვნელობა ამ პროცესში ვინ გაიმარჯვებს - გამარჯვებული საბოლოო ჯამში მთელი კაცობრიობა დარჩება.

 

RBC

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 


თეგები:
მსოფლიო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up