3 თანამდებობის პირი, რომელსაც ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგისას, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დარღვევები დაუფიქსირდა

3 თანამდებობის პირი, რომელსაც ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგისას, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დარღვევები დაუფიქსირდა

access_time2022-03-19 13:09:04

2021 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 296 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქართველოში სულ მცირე ყოველი მეორე (56%) თანამდებობის პირი დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მეოთხე წელია პროკურატურაში წელიწადში მხოლოდ 1 დეკლარაცია იგზავნება გამოძიების დასაწყებად, მაშინ, როცა, ბოლო წლების განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გამომძიებელ ჟურნალისტთა მიერ გამოვლენილია თანამდებობრივი შეუთავსებლობის, ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის, მათ შორის უკანონო გამდიდრების, ათეულობით სავარაუდო შემთხვევა.

კვლევის თანახმად, 2020 წელთან შედარებით დარღვევებით შევსებული დეკლარაციების რაოდენობამ 5%-ით იკლო, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც მაღალი - 56% რჩება. ამასთან, როგანიზაციის ცნობით, 2021 წელს დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ყველაზე ხშირად სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები ავსებდნენ (67%), ხოლო, სხვებთან შედარებით, ყველაზე კეთილსინდისიერად – პარლამენტის წევრები (42%). დეკლარაციას უმეტესად დარღვევით ავსებენ მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები (66%) და საიდუმლო თანამდებობის პირები (64%).

„ცალკე აღნიშვნის ღირსია შემდეგი 3 თანამდებობის პირი, რომლებსაც 2021 წლის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დარღვევები დაუფიქსირდათ:

ანა დევსურაშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს უფროსი – 8 დარღვევა;


ავთანდილ ენუქიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი – 7 დარღვევა;

ნინო კარიაული – მთაწმინდის რაიონის გამგეობა, იურიდიული განყოფილების უფროსი – 7 დარღვევა.

რაც შეეხება დარღვევის კატეგორიებს, 2021 წელს ყველაზე ხშირად დეკლარანტებმა ოჯახის წევრებთან დაკავშირებული მონაცემები დამალეს ან არასწორად მიუთითეს: მათ შორის ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლები, უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ხელშეკრულებები და მათგან მიღებულ მატერიალური სარგებელი,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up