საქართველოს აეროპორტები 3 თვეში 1 050 864 მგზავრს მოემსახურნენ

საქართველოს აეროპორტები 3 თვეში 1 050 864 მგზავრს მოემსახურნენ

access_time2023-04-13 19:30:04

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაჯამებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში, საქართველოს აეროპორტები 1 050 864 მგზავრს მოემსახურა, რაც 33%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას 3%-ით აღემატება.


2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 713 660 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 89%-ით დაუბრუნდა 2019 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 253 073 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2022 წლის პირველ კარტალთან შედარებით 108%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-მარტში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 61%-ით აღემატება აეროპორტის მიერ, 2019 წლის პირველ სამ თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას.



ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 77 077 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 13%-ია, ხოლო 2019 წლის იანვარ-მარტთან მიმართებაში 49%-ი.


მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში. მესტია 2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით 2 494 მგზავრს მოემსახურა, რაც 77%-ით მეტია ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 100%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წლის პირველ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა 254 მგზავრი მიიღო, რაც 9%-ით ნაკლებია, 2022 წლის იანვარ-მარტში მომსახურებული მგზავრების რაოდენობაზე და 30%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე. 2019 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 231%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალთან მიმართებაში ზრდა 183%-ს შეადგენს. აეროპორტი 4 306 მგზავრს მოემსახურა.


2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 4 839 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 3 802-ს, ხოლო ჩარტერების - 1 037-ს. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 93%-ს შეადგენს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up