30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9045 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8607 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -4.38 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9126 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8584 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.42 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1598 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.4029 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 31 აგვისტოდან შევა ძალაში.
ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან 0.88%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.9172 იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.05%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 18.1726-ის ნიშნულზე იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.11%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 404.4000-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 17:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6949 ნიშნულზე იყო.