30%-იანი ვარდნა და მასშტაბური რყევები კრიპტო ბაზარზე - როგორ შეიცვალა ციფრული ვალუტების ღირებულება ერთ კვირაში

30%-იანი ვარდნა და მასშტაბური რყევები კრიპტო ბაზარზე - როგორ შეიცვალა ციფრული ვალუტების ღირებულება ერთ კვირაში

access_time2022-06-16 11:50:00

ბოლო დროს მსოფლიოში სხვადასხვა ციფრული ვალუტები გახდა პოპულარული. მათ შორის, საქართველოში უკვე მყარად მოიკიდა ფეხი STEPN, რომელმაც მოასწრო და შოკური ვარდნა განიცადა. თუმცა რყევებს მხოლოდ GMT არ განიცდის. კრიპტო ბაზარზე მერყეობს Bitcoin-ისა და სხვა პოპულარული ციფრული ვალუტების ფასებიც.


წარმოგიდგენთ პოპულარული კრიპტოვალუტის ფასების ცვლილებას ბოლო 7 დღის განმავლობაში:


Bitcoin -ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 27.90%- ით შემცირდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ღირებულებამ დასტაბილურება დაიწყო და ფასი 3.17% -ით გაიზარდა. მისი ღირებულება დღეს 21,842.41 დოლარია.


Ethereum-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში დაეცა 34.39%-ით. თუმცა ბოლო 24 საათში 5.08% -ით გაიზარდა. დღეს ერთი Ethereum 1,179.48 დოლარი ღირს.


Tether-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში შემცირდა 0.03% -ით. ერთი Tether 0.999 დოლარი ღირს.



USD Coin-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 0.03% -ით შემცირდა. ბოლო 24 საათში კი 0.05% -ით. ერთი USD Coin დღევანდელი მონაცემებით 1.00 დოლარი ღირს.


BNB-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 21.49% -ით შემცირდა. მაგრამ ბოლო 24 საათში ფასი 6.91%-ით მაინც გამყარდა. ერთი BNB 226.09 დოლარი ღირს.


Binance USD 7 დღის განმავლობაში 0.03% -ით დაეცა. ერთი Binance -ს ღირებულება 1.00 დოლარია.


პოპულარულ ათეულში მოხვდა Cardano ADA -ც, რომლის ღირებულება ბოლო კვირის განმავლობაში 20.96% -ით არის შემცირებული. მისი ღირებულება დღეის მონაცემებით 0.5086 დოლარია.


XRP-ის ფასი ბოლო 7 დღის მანძილზე 16.90% -ით დაეცა. ერთი XRP დღეს 0.3338 დოლარი ღირს. თითქმის იგივე ტენდენცია აქვს Solana (SOL)-საც. ბოლო 7 დღეში მისი ღირებულება 14.48%-ით შემცირდა. ერთი Solana 33.34 დოლარი ღირს.


Polkadot პოპულარული ქოინების სიაშია. მისი ღირებულება ბოლო 7 დღეში 13.64% -ით დაეცა. ერთი Polkadot-ის ღირებულება კი 7.92 დოლარს შეადგენს.


STEPN (GMT) ღირებულება საგრძნობლად არის დაცემული და დღევანდელი მონაცემებით, ერთი GMT 0.653800 დოლარია. 24 საათში მისი ღირებულება 9.12% -ით დასტაბილურდა, თუმცა მთლიანობაში სურათი ოპტიმისტურად ნამდვილად არ გამოიყურება, რადგან ბოლო 7 დღეში GMT-ის ფასი 34.69%-ით არის შემცირებული.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up