30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ 1,292,246 შეადგინა

30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ 1,292,246 შეადგინა

access_time2022-11-08 00:00:00

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სსიპ საპენსიო სააგენტოს 2022 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც ამავე სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ წარადგინა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა როგორც სააგენტოს საოპერაციო, ასევე საინვესტიციო საქმიანობაზე. მომხსენებლის ინფორმაციით, 2022 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 5,289 დამსაქმებელი და გაწევრიანებული იქნა 56,357 დასაქმებული. შედეგად, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 1,292,246 შეადგინა. ამავე პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობაა 88,090.


საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის საერთო ოდენობამ 2 მილიარდ 170 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა. ხოლო საპენსიო სქემიდან კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად გასვლის, არასწორად გაწევრიანებული დასაქმებულის მიერ საპენსიო სქემის დატოვების, პენსიის დანიშვნის ან/და საპენსიო აქტივების გაცემის და მაკორექტირებელი დეკლარაციის საფუძველზე, ფონდიდან 69,346,283.75 ლარია გატანილი.



„კანონის თანახმად, საპენსიო აქტივების ინვესტირება კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში. შესაბამისად, 2022 წლის პირველ ნახევარში ინვესტირება ხორციელდებოდა ნაკლებად რისკიანი პორტფელით კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. წლის ბოლომდე ვფიქრობთ, შემოდინებების, კონტრიბუციების და გაცემების ტენდენცია შენარჩუნდება. 2023 წელი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წელია საპენსიო სააგენტოსთვის და ზოგადად ამ რეფორმისთვის, ვინაიდან 2023 წლის აგვისტოდან ჩვენი სქემის მონაწილეებს შეეძლებათ თვითონ აირჩიონ რომელი ტიპის, რა რისკიანობის პორტფელში უნდათ თავიანთი თანხების განთავსება. 2023 წლიდან სააგენტოს ექნება ასევე საშუალო რისკიანი და მაღალ რისკიანი პორტფელები, რომლებიც განსხვავდება, ერთი მხრივ, რისკიანობის მხრივ და, მეორე მხრივ, პოტენციური ამონაგებით და ყველას ექნება არჩევანის უფლება“, - განაცხადა გიორგი დანელიამ.


მან კანონმდებლებს სხვა სიახლეების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა შემოღებას სააგენტო თავის საქმიანობაში გეგმავს.


კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up