ოქტომბერში წლიური ინფლაციის განაკვეთმა 12.8%-ს მიაღწია. სამომხმარებლო კალათაში განსაზღვრული 305 დასახელების პროდუქტიდან 271-ის ფასები გაიზარდა, მათ შორის 139-ში ორნიშნა პროცენტული ნიშნით და ორ შემთხვევაში სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით.
ყველაზე მეტად - 128%-ით ბადრიჯანი გაძვირდა, 117-ით მოიმატა ფასმა პომიდორზე, ბადრიჯნის ფასი კი 89%-ით გაიზარდა. ჭარხალი 56%-ითაა გაძვირებული, ზეთი 52%-ით, კიტრი 46%-ით, კარტოფილი 45%-ით.
საკვები პროდუქტებიდან ფასები 20%-ით ან მეტით გაიზარდა ასევე სტაფილოზე +42%, მწვანილზე +42%, კვერცხზე +39%, წიწაკაზე +36%, შაქარზე +32%, ქათმის ბარკალზე +30%, მწვანე ლობიოზე +25%, ქათმის ხორცზე +23%, ყურძენზე +23%, წიწიბურაზე +22%, პურზე +22%, შებოლილ თევზზე +20%.
არასაკვები პროდუქტიდან ბენზინი 43%-ითაა გაძვირებული, დიზელი 35%-ით, ელექტრო ყავადანი 32%-ით, ლოგინის თეთრეული 26%-ით, ასანთი 24%-ით, ნათურა 24%-ით, საქალაქთაშორისო მგზავრობა 23%-ით, ფეხსაცმელი 22%-ით, სასახლის დამზადება 21%-ით, ავტომობილის სათადარიგო ნაწილები ასევე 21%-ით. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 17%-ით, გულ-სისხლძარღვთა მედიკამენტები 16%-ით. კიდევ უფრო მეტად 60%-ით თერმომეტრის ფასი გაიზარდა, ლურსმნის კი 44%-ით.
მეტროთი მგზავრობის ტარიფი და უმაღლესი სასწავლებლის გადასახადი უცვლელი დარჩა. სპორტული ფეხსაცმელი 1%-ით გაიაფდა, მობილური ტელეფონი 5%-ით, ლიმონი 14%-ით და მანდარინი 17%-ით.
პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასების ზრდის ტემპი, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელს აჭარბებს, რაც ღარიბ მოსახლეობას კიდევ უფრო აღარიბებს. ბოლო 1 წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა130 ათასით 622 ათასამდე გაიზარდა.