31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

access_time2021-12-29 18:00:00

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, 31 დეკემბრის 20:00 საათიდან პირველი იანვრის 05:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოდანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.



მოძრაობა შესაძლებელი იქნება მელიქიშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, ხოლო ჯავახიშვილის, ძმები კაკაბაძეების, სარაჯიშვილის, ინაშვილის, მესხიას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, გია ჭანტურიას, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის, არჩილ ჯორჯაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძისა და ლადო ასათიანის ქუჩებზე, რუსთაველის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა უცვლელი დარჩება.



თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილება სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდული იქნება ასევე, კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან. მთაწმინდის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება მელიქიშვილის ქუჩიდან ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილის ან კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.



საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში იმოძრავებს შემდეგი მარშრუტებით:




ავტობუსები - N6, N14, N31, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები - N2, N31, N41, N72, N120, N145 და N170 მელიქიშვილის ქუჩიდან გადაადგილდებიან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, რის შემდეგაც, მოძრაობას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, N6, N14, N42, N52, N58, N87, N88 და N150 ავტობუსები მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მარჯვენა სანაპიროს და ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც, კოსტავას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ასევე, ავტობუსები - N31, N301, N345, N37 და N46, რომლებიც გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით რუსთაველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველს“ დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც, კოსტავას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ და დადგენილი სქემით იხელმძღვანელებენ.



რაც შეეხება N59 და N91-ს, რომლებიც მელიქიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, სვლას ჯავახიშვილის ქუჩისკენ განაგრძობენ და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებით, გალაკტიონ ტაბიძის ხიდისა და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან და შემდეგ, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან; ავტობუსი - N33 გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობს და ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩიდან გადაინაცვებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდება, რის შემდეგაც, კოსტავას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს; ავტობუსები - N50, N71, N344 და მიკროავტობუსი N176, გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებენ და მგზავრთა მომსახურებაას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ.



ავტობუსები - N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, ამაღლების ქუჩამდე (N11-ს მიმდებარედ) იმოძრავებს; ავტობუსები - N2, N20, N25, N39, N43 და N80 ბარათაშვილის ხიდიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და მგზავრთა მომსახურებას პუშკინის ქუჩის მიმდებარედ დაასრულებენ. უკუმიმართულებისას, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტები არ შეიცვლება.



მიკროავტობუსები - N2, N31, N72, N120 და N170 ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებენ, თაბუკაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაადგილდებიან და შემდგომ, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ; მიკროავტობუსი - N140 გორგასალის ქუჩიდან ევროპის მოედნისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით იმოძრავებს, რის შემდეგაც, ბარათაშვილის ქუჩის დახმარებით, თაბუკაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებს დაუკავშირდება და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, მოძრაობას დადგენილი სქემით შეძლებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up