31%-ით შემცირებული მოგება და 4%-ით ნაკლები შემოსავლები - ფოთის პორტის 2021 წელი

31%-ით შემცირებული მოგება და 4%-ით ნაკლები შემოსავლები - ფოთის პორტის 2021 წელი

access_time2022-07-26 15:00:02

ფოთის პორტის მთლიანი შემოსავლები 2021 წელს გასულ წელთან შედარებით 4%-ით, 187,488 მლნ ლარამდე შემცირდა. როგორც კომპანიის ანგარიშებიდან ირკვევა, შემცირებულია წმინდა მოგებაც და 2021 წელს ის - 83,237 მლნ ლარი იყო, 2020 წელს კი - 121,151 მლნ ლარი.


არაფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წელს შემცირებული იყო პორტში შემავალი გემების რაოდენობა 771-მდე, როცა 2020 წელს სულ 878 გემი შევიდა. ასევე შემცირებულია კონტეინერების რაოდენობაც, რომელსაც პორტი მოემსახურა. 2021 წელს ეს იყო 302,082 TEU, 2020-ში კი რაოდენობა 387,368-ს შეადგენდა.



2021 წელს ფოთის პორტის ტვირთბრუნვამ 1.36 მილიონი ტონა შეადგინა, 2020 წელს კი 1.01 მილიონი ტონა.



„ამონაგები 4%-ით ნაკლებია 2020 წელთან შედარებით და შეესაბამება პორტში მართულ შემცირებულ მოცულობებს, ბაზარზე ზოგადი კრიზისის გამო. კონტეინერების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოწვევები გამოწვეულია პანდემიის გამო გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით, ისევე იმითაც, რომ იმპორტიორებმა როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში, თავიანთი მარშრუტების ნაწილი აზიიდან ირანში გადაიტანეს. ჩვენ ნაწილობრივ შევამსუბუქეთ ეს ნეგატიური გავლენა არა-კონტეინერებული ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობების შემდგომი განვითარებით, რაც ასე მკვეთრად არ დაზარალებულა.


მოცემული ფინანსური ანგარიშგების თარიღისთვის კომპანიას გაწეული აქვს სატვირთო ტერმინალის მშენებლობის პროექტთან, რომელიც შენდება ძველი პორტის გაფართოების მიზნით, დაკავშირებული 7,400 ათასი ლარის ოდენობის კაპიტალური დანახარჯები“,  აღნიშნულია ანგარიშში.


სტრატეგიულად განლაგებული ფოთის საზღვაო ნავსადგური საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგურია, რომელიც ამუშავებს თხევად და მშრალ ტვირთს, კონტეინერებსა და ბორნებს. მას 15 ნავმისადგომი აქვს, ნავმისადგომის ჯამური სიგრძით 2,900 მეტრი.


ფოთის პორტი საქართველოს უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრია, რომელსაც APM Terminals მართვას. APM Terminals კი საპორტო ოპერირების კომპანიაა, რომლის სათაო ოფისიც ნიდერლანდებში მდებარეობს, კომპანია დანიის გადამზიდავი გიგანტის, Maersk-ის სატრანსპორტო და ლოგისტიკის განყოფილებას წარმოადგენს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up