31 მლნ ქარსაცავი ზოლებისთვის – როგორ არ უნდა განხორციელდეს პროექტი

31 მლნ ქარსაცავი ზოლებისთვის – როგორ არ უნდა განხორციელდეს პროექტი

access_time2021-07-23 11:00:22

საქართველოში ქარსაფარი ზოლების აღდგენა-რეაბილიტაციის 31–მილიონიანი პროექტი წელს დაიწყო. ერთი შეხედვით მარტივი პროცესი თავისი სიღრმისეული სირთულეებით წარმოაჩინა „კომერსანტთან“ საუბარში სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა, მეცნიერმა კობა კობალაძემ. მისი განმარტებით, ამ მასშტაბურ პროექტში მცირე შეცდომის დაშვებაც კი სავალალო შედეგს გამოიღებს როგორც ნიადაგის ეროზიის, ასევე მოსავლიანობის ვარდნისა და ეკოლოგიის დაზიანების მიმართულებებით.


მისივე თქმით, ამის გამოცდილება ისტორიულ მეხსიერებას დღემდე შემორჩა.


,,1920-იანი წლების ამერიკაში, დიდი დეპრესიისას, მიიღეს გადაწყვეტილება მიწების მაქსიმალური პრივატიზაციის შესახებ და მთელი მსოფლოიოდან ამერიკის მიწებს შეესივნენ ადამიანები, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ. დაიწყეს ყველგან ხვნა და თესვა, შედეგად დაიწყო საშინელი ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიები და მიწის უდიდესი ნაწილი ჰაერში იქნა ატანილი. ქალაქები დაფარა მტვრანმა ქარიშხლებმა, გაძლიერდა სხვადასხვა დაავადება, დაიწყო მოუსავლიანობა და შიმშილობა, რასაც 7 მლნ ადამიანი ემსხვერპლა.  ამის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა რუზველტმა დაიწყო მიწის ეროზიისგან დასაცავად პირველი ღონისძიება -  ქარსაცავი ზოლების გაშენება. ვინც კი პრეტენზიას აცხადებდა ამა  თუ იმ მიწის მფლობელობაზე, ვალდებული იყო, ქარსაცავი ზოლები გაეშენებინა თავისი მიწის გარშემო  იმ დროის მეცნიერული მიღწევების საფუძველზე. შედეგად კრიზისი შეწყდა და სასოფლო-სამეურნეო წარმოება ჩვეულებრივ საზღვრებში მოექცა“, -  აღნიშნავს მეცნიერი.


ქარსაფარი ზოლები  საქართველოში მასობრივად საბჭოთა პერიოდში გაშენდა.  კობალაძის ინფორმაციით, 1948 წელს, როცა უკვე  დამთავრებული იყო მეორე მსოფლიო ომი და მოსახლეობა, ძირითადად მამაკაცები, სოფლებში ბრუნდებოდნენ, სტალინის დავალებით შემუშავებული იქნა სპეციალური პროგრამა: ,,გვალვასაც დავამარცხებთ“. ამ პროგრამის შესაბამისად 11 ათას კილომეტრამდე ქარსაფარი ზოლი გაშენდა, რომლებმაც შეინარჩუნეს იმ პერიოდის საბჭოთა კავშირის მიწები, აქაც ქარსაფარი ზოლების გაკეთება მხოლოდ მეცნიერულ პრინციპებზე იყო დაფუძნებული, რაც პირველ რიგში გულისხმობდა სარწყავი ტერტორიების მომზადებას  ქარსაფარის ქვეშ ან ახლოს.


იგივე გზა გაიარა რამდენიმე ქვეყანამ, თუმცა საბჭოთა პერიოდში მოწყობილი ქარსაფარი ზოლების უმეტესობა განადგურდა.  გასული საუკუნის 90-იან წლებში სათბობ-ენერგეტიკული რესურსების დეფიციტის დროს ამ ხეებს მოსახლეობა გასათბობად იყენებდა და ამან საბოლოოდ ქარსაცავი ზოლების განადგურება გამოიწვია.  მართალია, რამდენიმე წლის წინ ქარსაფარი ზოლი მოეწყო დედოფლისწყაროში, მაგრამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო ის გახდა მაგალითი, თუ როგორ არ უნდა გაკეთდეს შესაბამისი პროექტი.



დედოფლისწყაროში, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების, ასევე ავსტრიის თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური დახმარებით, გაშენდა ქარსაფარი ზოლები იმ მეთოდით, როგორც შეიძლება  გაშენდეს ჩვეულებრივ ტერიტორიებზე ან სუპტროპიკულ ზონებში, არ იქნა გათვალისწინებული მინიმუმის ანუ განმსაზღვრელ ფაქტორთა კანონი -  პირდაპირ იქნა ამოთხრილი ორმოები და შიგნით ჩაიდო  საკმაოდ კარგი და საქართველოსთვის აპრობირებული ნერგები, ხოლო ქარსაფარი ზოლების გარშემო, თხრილები გაკეთდა, რათა პირუტყვი არ გადასულიყო.  სამწუხაროდ, ამ  თხრილებმა შეასრულეს საწრეტი არხების როლი ანუ იქ მოსული ნალექების ისედაც მწირი რაოდენობა ამ არხებში იწრიტებოდა და ვერ იღებდა მონაწილეობას მცენარის წყალუზრუნველყოფაში. შედეგად, წყლის დეფიციტის გამო, როგორც მოსალოდნელი იყო, ნარგავების დიდი უმრავლესობა გახმა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ შედეგი ვერ მივიღეთ, ხოლო  ფული გვალვამ ,,შეჭამა“, - განაცხადა კობა კობალაძემ.


ქარსაფარი ზოლების გაშენების წარმატებულ მაგალითებად იგი თბილსიის ახალ გზას და ყვარელში ჩატარებულ სამუშაოებს მიიჩნევს, მაგრამ საუბრობს იმაზეც, რომ საქმე მხოლოდ პროფესიონალების მიერ უნდა გაკეთდეს და ამავდროულად გამოირიცხოს კორუფცია, რისი რისკიც საკმაოდ მაღალია.


სამუშაოები თუკი არასწორად შესრულდება,  ჩამოიწერება თანხები და ამით მორჩება ყველაფერი, ეს უკვე კორუფციაა.  გასულ საუკუნეშიც იყო არაერთი ფაქტი, რომ  დაირგო 10 ხე და გაფორმდ, როგორც 1000, შესაბამისად ამ სამუსაოებში ფულის ,,მოტეხვა“ სავსებით შესაძლებელია, რის პრევენცია უნდა გატარდეს“, - დასძინა კობალაძემ ,,კომერსანტთან“ საუბარში.

 

რაც შეეხება ხეების შერჩევის პროცესს, სპეციალისტების შეფასებით, ქარსაფარის დანიშნულებით მცენარეებიდან ალვის ხე და კანადური ვერხვი იყო გამოყენებული, მაგრამ ხანმოკლე სიცოცხლისუნარიანობით ხასიათდება, დაახლოებით 50, მაქსიმუმ, 60 წლის ხნოვანებაში ეს ხე ამორტიზირდება, ანუ ბერდება, ამიტომ უნდა მოიჭრას და გამოტანილ იქნას.

 

არსებული მონაცემებით, ქარსაფარი ზოლების 80%-ს ესაჭიროება ხელახლა გაშენება, ხოლო 20%-ს აღდგენა/რეაბილიტაცია.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირება-ინვენტარიზაციასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ითვალისწინებს. წინასწარი გათვლით, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ხარჯი დაახლოებით 31 მილიონ ლარს შეადგენს.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up