₾32 მილიონამდე მოგება და ₾82 მილიონამდე აქტივები - რა შემოსავალი ჰქონდა რესპუბლიკური საავადმყოფოს დახურვამდე?

₾32 მილიონამდე მოგება და ₾82 მილიონამდე აქტივები - რა შემოსავალი ჰქონდა რესპუბლიკური საავადმყოფოს დახურვამდე?

access_time2023-03-27 17:30:40

რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკა აშენდება. მთავრობამ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად სახელდება ის, რომ არსებული 50 წლის შენობის სტანდარტების შესაბამისად გადაკეთება და გამაგრება ხარჯთეფექტურობის კუთხით გამართლებული არაა და გადაკეთებას, თავიდან აშენება სჯობს. ამასთან როგორც პრემიერი, ასევე ჯანდაცვის მინისტრი  სამედიცინო პერსონალს ჰპირდება, რომ უსამსახუროდ არ დარჩებიან.


შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარეობს, მის საკუთრებაშია 7.7 ჰექტარი მიწა და მასზე განთავსებულია 64,168 კვადრატული მეტრის ფართობის ნაგებობებია.


რესპუბლიკურ საავადმყოფოს 2021 წლის ფინანსური ანგარიშისგების მიხედვით, კლინიკამ საანგარიშო პერიოდში 103 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო, რომელიც მოიცავდა 59 მილიონი ლარის სამედიცინო საქმიანობის შემოსავალს, 35 მილიონი ლარის სხვა შემოსავალს და 9 მილიონი ლარის გადავადებულ შემოსავალს. 



2021 წელს კლინიკის წმინდა მოგება თითქმის 3-ჯერ აღემატებოდა წინა წლის მონაცემებს და 31.8 მლნ ლარს შეადგენდა.


რაც შეეხება საავადმყოფოს ხარჯებს, ანაზღაურებაზე კომპანიამ 23.5 მილიონი ლარი დახარჯა, სამედიცინო საქონლის ხარჯი 40.2 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო კომუნალური ხარჯები კი 3.2 მილიონს.


2021 წლის მაჩვენებლებით, კლინიკის აქტივები 81.3 მილიონ ლარს შეადგენს, რაშიც ასევე გათვალისწინებულია რუხის საავადმყოფოს აქტივებიც, რადგან ის იურიდიულად რესპუბლიკური საავადმყოფოს საკუთრებას წარმოადგენს. კომპანიის კაპიტალი 39.8 მლნ ლარი, ხოლო ვალდებულებები 41.5 მლნ ლარია.


,,რესპუბლიკური საავადმყოფო’’ გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო 1973 წლიდან. შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ (“Academician N. Kipshidze Central University Clinic, LLC”) დაარსდა 2006 წლის 3 ივლისს. 2021 წლის 31 დეკემბრისათვის კომპანიის 100-იანი წილის მესაკუთრე არის ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up