ავსტრალია 33 რუს ოლიგარქს, ბიზნესმენს და მათი ოჯახის ზოგიერთ წევრს სანქციებს დაუწესებს, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით ამ ოლიგარქებიდან 2014 წლიდან მოყოლებული ბევრი ხელს უწყობს ან კრემლის უკრაინაში უკანონო ქმედებით სარგებლობს.
ორშაბათს, მარიზ პეინმა თქვა, რომ ჩელსის საფეხბურთო კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი, გაზპრომის აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მილერი და ბანკი როსიას თავმჯდომარე დიმიტრი ლებედევი ავსტრალიის სანქციების უახლეს რაუნდში მოხვდებიან. მან ასევე დაასახელა Rostec-ის სერგეი ჩემეზოვი, ტრანსნეფტის პრეზიდენტი ნიკოლაი ტოკარევი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კირილ დიმიტრიევი და იგორ შუვალოვი, განვითარების ბანკის VEB ხელმძღვანელი და რუსეთის ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი.
„დღეს გამოცხადებული სანქციები ეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც დააგროვეს უზარმაზარი პირადი ქონება და რუსეთისთვის ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, გარდა ამისა კავშირი აქვთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან“ - თქვა პეინმა.
ბოლო კვირებში ავსტრალიამ ფიზიკურ პირებზე და ერთეულებზე 460-ზე მეტი სანქცია დააწესა.
წყარო: wall street journal