2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხი 360 000 მომხმარებელს აქვს, ჯამურად კი 334 მილიონ ლარს შეადგენს.
ერთი საპენსიო სესხის საშუალო რაოდენობა 927 ლარს შეადგენდა, ხოლო მესამე კვარტლის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 35.4% იყო.
2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ლიბერთი ბანკის საკრედიტო პორტფელი 2,385,196,090 ლარი, ხოლო საპროცენტო შემოსავლები 318,485,671 ლარი (2021 წლის 9 თვეში 266,854,148 ლარი იყო) იყო, ზრდამ 19% შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლიდან პენსიებს ისევ „ლიბერთი ბანკი“ დაარიგებს. 11 მაისს გამოცხადებულ 105 მილიონ ლარიან ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ „ლიბერთი ბანკმა“ მიიღო და გაიმარჯვა.