35 ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მიიღონ ზომებს და რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან - ამის შესახებ ლიეტუვის სპორტის მინისტრმა, იურგიტა შიუგჯინენემ განაცხადა.
მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება სპორტის მინისტრების ერთობლივ ვიდეოკონფერენეციაში მიიღეს. ინიციატივას მხარი დაუჭირეს აშშ-ის, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ნიდერლანდების, ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებმა.
მინისტრები შეთანხმდნენ ერთობლივი განცხადების გავრცელებაზე, რომელშიც ხაზს გაუსვამენ იმას, რომ აუცილებელია, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ იყვნენ დაშვებული საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობის მისაღებად იქამდე, ვიდრე ეს ქვეყნები არ შეწყვეტენ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.