35 წლის განმავლობაში პირველად მტრულად განწყობილ ორ ქვეყანას, თურქეთსა და სომხეთს შორის სასაზღვრო პუნქტი პირველად გაიხსნა, რათა შესაძლებელი გახდეს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სამხრეთ თურქეთში დაზარალებულებისთვის დახმარების მიწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu, ასევე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო წარმომადგენელმა სომხეთთან მოლაპარაკებაზე, სერდარ ქილიჩმა, ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ კვეთენ სატვირთო მანქანები ალიკანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტს მდინარე არაქსზე, რომელიც ამ ორ ქვეყანას ყოფს.
"მე ყოველთვის მემახსოვრება სომხეთის ხალხის მიერ გამოგზავნილი ეს გულუხვი დახმარება ჩვენი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთის რეგიონში", თქვა ქილიჩმა და მადლობა გადაუხადა სომხეთის ოფიციალურ პირებს.