36 მილიონიანი ზარალიდან 11 მლნ ლარის მოგებამდე - რა შემოსავალი აქვს „აქსის თაუერსს“

36 მილიონიანი ზარალიდან 11 მლნ ლარის მოგებამდე - რა შემოსავალი აქვს „აქსის თაუერსს“

access_time2022-11-29 13:00:52

„აქსის თაუერსის” მფლობელმა სააქციო საზოგადოებამ, რომელიც თბილისში 149 მეტრის სიმაღლის ორ ცათამბჯენს აერთიანებს, 2021 წლის განმავლობაში 35.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო მისი წმინდა მოგება 11.9 მილიონ ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2020 წელს კომპანია 36 მლნ. ლარის ზარალზე იყო.


კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო უძრავი ქონების რეალიზაციიდან მომდინარეობდა. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს “აქსის თაუერსი” 281 მილიონის აქტივებს აერთიანებს, კომპანიის ვალდებულებები კი 292 მილიონი ლარია.


ორი 41-სართულიანი ცათამბჯენი საცხოვრებელ ბინებს, 16,700 კვადრატული მეტრის საოფისე სივრცეს და კომერციულ ფართს, ასევე 226-ნომრიან, Pullman-ის სასტუმროს აერთიანებს.



„2022 წელს გეგმაშია პროექტის სრულყოფილად დასრულება და გრანდიოზული გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფუნქციონირებას დაიწყებს Accor ჯგუფში შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Pullman“ , საკომფერენციო სივრცეები, აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრი. უკვე მოქმედ მიმართულებებზე, როგორიცაა საოფისე და კომერციული სივრცეები, იგეგმება კომპანიების მოზიდვა და დატვირთულობის გაზრდა. რაც შეეხება საცხოვრებელ სივრცეებს, კომპანიის მენეჯმენტს მიზნად აქვს 2022 წლის ბოლოსთვის მოახდინონ ბინების სრული რეალიზება“,  აღნიშნულია ფინანსურ ანგარიშგებაში.


კომპანია დაარსდა 2014 წლის 26 დეკემბერს, როგორც სააქციო საზოგადოება და რეგისტრირებულია საქართველოში. შპს პულმან თბილისი აქსის თაუერსი არის 2021 წლის 21 დეკემბერს საქართველოში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, იმ განზრახვით, რომ სამომავლოდ მომსახურება გასწიოს როგორც სასტუმროს მართვის კომპანიამ. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მას არ აქვს მიმდინარე ოპერაციები. 2021 და 2020 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის უშუალო მშობელი კომპანიაა შპს „აქსის თაუერსი“. 2021 და 2020 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის საბოლოო მშობელი კომპანიაა GCF LP (რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე), რომელიც კონტროლდება GCF GP-ს მიერ (რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე) ანუ “თანაინვესტირების ფონდი”. თავის მხრივ, ამ ფონდის დამფუძნებელია ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.  კომპანიის აქციონერთა სტრუქტურა შემდეგია: შპს „აქსის თაუერსი“ 60.98%; შპს „აქსის თაუერს ჰოლდინგი“ 39.02%.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up