4-28 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 26 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.
RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება.
ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.
1 |
ლანჩხუთი |
04.10.2021 |
ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით |
10:00-17:00 |
2 |
დუშეთი |
04.10.2021 |
რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი |
10:00-17:00 |
3 |
ადიგენი |
05.10.2021 |
თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
4 |
ხულო |
05.10.2021 |
გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
5 |
ასპინძა |
06.10.2021 |
მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, თიბისი ბანკი-ს მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
6 |
ნინოწმინდა |
07.10.2021 |
პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
7 |
ბაღდათი |
08.10.2021 |
წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
8 |
ვანი |
11.10.2021 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
9 |
გურჯაანი |
11.10.2021 |
ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან |
10:00-17:00 |
10 |
ლენტეხი |
12.10.2021 |
თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
11 |
ახმეტა |
12.10.2021 |
ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან |
10:00-17:00 |
12 |
ხონი |
13.10.2021 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
13 |
ყვარელი |
13.10.2021 |
კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან |
10:00-17:00 |
14 |
აბაშა |
15.10.2021 |
ჯორჯიკიას ქ. N 3, ლიბერთი ბანკი-ს წინ |
10:00-17:00 |
15 |
ყაზბეგი |
15.10.2021 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
16 |
მარტვილი |
18.10.2021 |
თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ |
10:00-17:00 |
17 |
კასპი |
18.10.2021 |
სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან |
10:00-17:00 |
18 |
ცაგერი |
19.10.2021 |
რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
19 |
ქარელი |
19.10.2021 |
თამარ მეფის ქ. N 48, ლიბერთი ბანკი-ს მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
20 |
ტყიბული |
20.10.2021 |
კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
21 |
მარტყოფი |
21.10.2021 |
მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
22 |
ონი |
21.09.2021 |
აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ |
10:00-17:00 |
23 |
საჩხერე |
22.10.2021 |
თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
24 |
დმანისი |
25.10.2021 |
წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
25 |
თეთრიწყარო |
26.10.2021 |
თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
26 |
ყაზბეგი |
28.10.2021 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.