მჯერა 4-5 თვეში გარემოში გადაგდებული საბურავი აღარ იქნება და ვერც დაღვრილ ზეთს ნახავთ - სოლომონ პავლიაშვილი

მჯერა 4-5 თვეში გარემოში გადაგდებული საბურავი აღარ იქნება და ვერც დაღვრილ ზეთს ნახავთ - სოლომონ პავლიაშვილი

access_time2023-03-01 18:30:00

საქართველოს ეკონომიკაში ცირკულირებადი ეკონომიკის წილი 1.3%-ია. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილის თქმით, მთავრობა ელოდება, რომ 8 წელიწადში ეს მაჩვენებელი 7%-მდე გაიზრდება. რაც შეეხება ევროკავშირს, 2050 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 8% უნდა იყოს მწვანე ეკონომიკით მიღებული.

 

ცირკულირებადი ეკონომიკა ნარჩენის საფუძველზე ახალი პროდუქტის შექმნაა. ამით ზეწოლა მცირდება რესურსებზე, საუბარია Zero Waste-ზე, ნულოვან ნარჩენებზე, ისეთი პროდუქციის შექმნაზე, რომლის გამოყენებაც აღდგენის საშუალებით ხელმეორედ იქნება შესაძლებელი.

 

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, სამინისტროს ინიციატივით შეისწავლეს ქვეყანაში ცირკულირების დონე, დარგების და სექტორების მიხედვით, სად რა პერსპექტივაა, სად არის ცირკულარობის მაღალი ხარისხი. ამ კვლევის შედეგად 14 დარგი გამოიკვეთა, სადაც ცირკულარობის დონე მაღალია.

 

ესენია: 1. ერთწლოვანი კულტურების მოყვანა; 2. მრავალწლოვანი კულტურების მოყვანა და კვების პროდუქტების წარმოება; 3. ყურძნის მოყვანა და ღვინის წარმოება; 4. მეცხოველეობა და კვების პროდუქტების წარმოება; 5. ხე-ტყის დამზადება და ხის ნაწარმის წარმოება; 6. მეთევზეობა და თევზის გადამუშავება; 7. სამთო მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება (ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების გარდა); 8. მშენებლობა; 9. სხვა არალითონური მინერალური პროდუქტების წარმოება; 10. ძირითადი ლითონების წარმოება; 11. ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა და განაწილება; 12. კანალიზაცია; ნარჩენების შეგროვების, დამუშავების და მოცილების საქმიანობა; ნარჩენების უტილიზაცია, დაბინძურებისაგან გასუფთავება და ნარჩენების მართვის სხვა მომსახურება; 13. ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება და გადაზიდვა; 14. განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკვებით მომსახურება.

 


ამ ეტაპზე საბურავების, ზეთების, ელექტრო ნარჩენების, აკუმულატორების, ბატარეებისა, ხმარებიდან ამოღებული მანქანების შეგროვება და ამოღება ხდება. ნაწილი გადის ექსპორტზე, მცირე ნაწილი კი ადგილზე გადამუშავდება. სოლომონ პავლიაშვილის თქმით, 4-5 თვეში გარემოში გადაგდებული საბურავი აღარ იქნება და ვერც დაღვრილ ზეთს ვნახავთ.

 

„ახლა საბურავების და ზეთების ამოღება ხდება. ნაწილი გადის ექსპორტზე, ნაწილის გადამუშავება ადგილზე ხდება. არის პატარა ქარხნები, მაგრამ არ არის საკმარისი. ექსპორტი თავისუფალია. თუმცა, ექსპორტი არ გვაწყობს. გვირჩევნია, რომ აქ გადამუშავდეს და პროდუქცია აქ შეიქმნას და მზა პროდუქცია გავიდეს. პირველი ამოცანაა, რომ ნარჩენების გარემოდან ამოღება მოხდეს. მე მჯერა, რომ 4-5 თვეში გარემოში საბურავს ვეღარ იპოვით და ზეთს დაღვრილს ვერ ნახავთ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

სოლომონ პავლიაშვილის თქმით, ბიზნესი თავისთავად ვერ გადაეწყობა თბილი ეკონომიკიდან ცირკულარულ ეკონომიკაზე და პროცესში სახელმწიფოს მხრიდან  მხარდაჭერა და ფინანსური ინსტიტუტების დახმარება მნიშვნელოვანია. სახელმწიფო მუშაობს და ფიქრობს, საიდან შეიძლება ამ წყაროს მოძიება.

 

„მთელი თბილი ეკონომიკა (მოიპოვე, აწარმოე, გამოიყენე, გადააგდე) ვერ შეიცვლება მწვანე ეკონომიკად. მწვანე ეკონომიკა ნიშნავს - კი არ გადააგდო, გადაამუშავე და ხელახლა გამოიყენე. მწვანე ეკონომიკა უნდა წახალისდეს. სახსრებია მოსაძიებელი, ფინანსური მხარდაჭერის პლატფორმა უნდა შეიქმნას, ვინაიდან ბიზნესი თავისთავად ვერ გადაეწყობა თბილი ეკონომიკიდან ცირკულარულ ეკონომიკაზე სახელმწიფოს მხრიდან  მხარდაჭერის გარეშე. კერძო სექტორი მარტო ამას ვერ გასწვდება, აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა, ფინანსური ინსტიტუტების დახმარება. უნდა შეიქმნას პლატფორმა, როგორც „აწარმოე საქართველოა“, მწვანე ეკონომიკის პლატფორმაც უნდა შეიქმნას. ამაზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, საიდან შეიძლება ამ წყაროს მოძიება. ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი, ან დონორი ორგანიზაცია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა

 

ახლა სამინისტრო პროექტის მეორე ნაწილზე - სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდება. მეორე ნაწილში იქნება სტრატეგია და ღონისძიებები, „მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამინისტრო გაჩერებულია და ამ მიმართულებით არ მუშაობს,“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

  

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up