4 დოზა ვაქცინა რისკ ჯგუფებისთვის – ინფექციონისტის რეკომენდაცია გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე

4 დოზა ვაქცინა რისკ ჯგუფებისთვის – ინფექციონისტის რეკომენდაცია გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე

access_time2022-06-30 09:00:00

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდება, შესაძლოა, დღის წესრიგში ისევ დადგეს კოვიდრეგულაციების შემოღება. ამისთვის კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს უნდა დაველოდოთ. ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.


მისი თქმით, ევროპაში ეპიდსიტუაცია მეტნაკლებად გაუარესდა, რაც ძირითადად ომიკრონის „ბი ეი 5“-ის შტამს უკავშირდება. ამიტომ ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ინფექციონისტი ამბობს, რომ თეორიულად მოსალოდნელია, რომ თუ რეგიონში ახალი შტამი ფართოდ გავრცელდება, მისი გავრცელება საქართელოშიც მასშტაბური იყოს და ეპიდსიტუაციის გართულება გამოიწვიოს. ამიტომ უნდა მივიღოთ პრევენციული ღონისძიებები, პირველ რიგში – ვაქცინაციის სახით ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში. გოგინავა ყველაზე დიდ საფრთხეს ზღვის სეზონის მოახლოებაში ხედავს, როცა ვერ ხერხდება უსაფრთხოების ზომების დაცვა. ამიტომ ურჩევს მოქალაქეებს – თუ გამოუვლინდებათ ხველა, სიცხე და სხვა რესპირაციული სიმპტომები, თავი აარიდონ ხალმხმრავალ ადგილებს და ტესტირება ჩაიტარონ.


ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, კორონავირუსის გააქტიურება მის პრაქტიკაშიც აისახა და და კოვიდდადასტურებლი პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, რაც, მისი თქმით, საყურადღებოა და მეტ დაკვირევებას და გაანალიზებას საჭიროებს.



რაც შეეხება ახალი ქვეშტამის სიმპტომებს, ინფექციონისტი ამბობს, რომ მისთვის დამახასიათებელია ადვილად გავრცელება, თუმცა მსუბუქი მიმდინარეობა – „ბი ეი 5“ აზიანებს ზემო სასუნთქ გზებს, მაგრამ შესაძლოა, რისკჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის გართულების და ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გახდეს.


გოგინავას რეკომენდაციაა რისკ ჯგუფების, მათ შორის საექიმო პერსონალის სრული ვაქცინაცია, რაც 4 დოზას გულისხმობს.


jandacva.ge



თეგები:
ვაქცინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up