4 ნაბიჯი თუ როგორ შეიძლება ხელისუფლების მიერ ბორჯომის საკითხის გადაწყვეტა - გიორგი ქადაგიძის მოსაზრება

4 ნაბიჯი თუ როგორ შეიძლება ხელისუფლების მიერ ბორჯომის საკითხის გადაწყვეტა - გიორგი ქადაგიძის მოსაზრება

access_time2022-04-30 14:00:02

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „IDS ბორჯომის“ მიერ წარმოების შეჩერების საკითხს ეხმაურება.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“როგორ გადაწყვეტდა ბორჯომის საკითხს თავმოყვარე და ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება.

ნაბიჯი 1

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის აქტებს, კრემლთან დაკავშირებული სანქცირებული ოლიგარქების შესახებ, აქვს იურიდიული ძალა საქართველოს ტერიტორიაზე.

ნაბიჯი 2

საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს სანქცირებული ოლიგარქების ქონების გაყინვის და განკარგვის შესახებ.

ნაბიჯი 3

სასამართლო, ახალი კანონის შესაბამისად, ნიშნავს საერთაშორისო რეპუტაციულ დროებით მმართველს დაყადაღებული ქონების სამართავად.


ნაბიჯი 4

დაყადაღებული ქონების საქმიანობიდან და შემდგომი გაყიდვიდან მიღებული ასეულობით მილიონი მიემართება უკრაინაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაბამის ანგარიშებზე, საერთაშორისო პრაქტიკის და პრეცედენტის შესაბამისად.

შედეგად, ბორჯომი აგრძელებს საქმიანობას ახალი მმართველის ქვეშ, ხალხი ინარჩუნებს სამუშაო ადგილებს, ბიუჯეტი შემოსავლებს. რაც მთავარია, მოძმე უკრაინასთან ვართ წელში გამართულები და ჩვენი ბიზნესმენები ამაყად ღებულობენ მონაწილეობას უკრაინის რეაბილიტაციაზე გამოყოფილ მრავალმილიარდიან ტენდერებში.

ასე რომ მეგობრებო, "ბორჯომის" პრობლემა კი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს საგარეო პოლიტიკური კურსის პრობლემა,”-წერს ქადაგიძე.

სანქციების გამო, „ბორჯომი“ წარმოებას დროებით აჩერებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა და იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. „ბორჯომის“ გაყიდვები ნაშთების ამოწურვამდე გაგრძელდება.  კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, საბანკო ანგარიშებზე სრული წვდომა როგორც კი აღდგება, „ბორჯომი“ წარმოების პროცესს განაახლებს.

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სანქციების გამო კომპანია „ბორჯომის“ საწარმოს დროებით გაჩერების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა გამოისყოდოს „ბორჯომის“ აქციები და თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე. 

,,ბორჯომის“ ქარხნების დახურვის კატეგორიული წინააღმდეგია ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც . ერთადერთ გამოსავალს ისიც კომპანიის დროებით ნაციონალიზაციაში ხედავს და მთავრობას მოუწოდებს, გაუფრთხილდეს ეროვნულ ბრენდს, დანიშნოს დროებითი მმართველი და არ დაუშვას ,,ბორჯომის“ გაჩერება.

ბიზნესმენების პოზიციოას იზიარებს ექსპერტი გია ხუხაშვილიც. ის  კიდევ ერთხელ გამოდის „ბორჯომის“ ნაციონალიზაციის წინადადებით.მისი შეფასებით, ეს ბრენდი არის ქართული მატერიალური და არამატერიალური კულტურის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტი და მისი გაჩერება არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, თავი რომ გავანებოთ მრავალმილიარდიან ზარალს, რაც ასწლოვანი ისტორიის განმავლობაში მოპოვებული აქტივის დაკარგვას უკავშირდება.


"ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს საწარმოს ნაციონალიზაცია, რაზეც რამდენიმე თვის წინ მივმართე ხელისუფლებას და ყური არ შეიბერტყეს. შემდგომში შესაძლოა პრივატიზაცია, პოლიტიკურად დაზღვეულ პირობებზე“, - წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up