„4 წელია წამლის კანონი მუშავდება და საშველი არ დაადგა“ - სერგო ჩიხლაძე

„4 წელია წამლის კანონი მუშავდება და საშველი არ დაადგა“ - სერგო ჩიხლაძე

access_time2021-07-19 16:50:36

„ყველას ჩვენს მაგალითზე შეგვიძლია მოყოლა, როგორ აქვს საქართველოში ნაყიდ ვითომ ბრენდულ წამალს სხვა ეფექტი, საზღვრებს გარეთ ნაყიდისგან განსხვავებით“, - ამის შესახებ, რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა.

სერგო ჩიხლაძის თქმით, პრობლემა ფასთან ერთად, წამლის ხარისხიცაა.

,,ევროკავშირის ყველა ქვეყნაში არსებობს რეგულაციები წამლის ბზარზე. არამგონია, იქ ამით ბიზნესს ებრძოდეს ვინმე. აქ საუბარია თამაშის საერთო წესებზე, რომლებზეც უნდა შევთანხმდეთ და რომელზეც 20 წელია არავინ შეთანხმებულა ჩვენთან, ვისაც რა ფასი უნდა, ისე ყიდის წამლებს. 4 წელია კანონი მუშავდება და საშველი არ დაადგა.

ფასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ხარისხის პრობლემაც. ყველას ჩვენს მაგალითზე შეგვიძლია მოყოლა, როგორ აქვს საქართველოში ნაყიდ ვითომ ბრენდულ წამალს სხვა ეფექტი, საზღვრებს გარეთ ნაყიდისგან განსხვავებით“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტმა, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაც შეაფასა. მისი თქმით, ოჯახების მიერ დახარჯული თანხებიც კი, პროგრამის ამოქმედების შემდეგ კატასტროფულად გაზრდილია.


,,მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო 2021 წლის კვლევაში, რომელიც არ გასაჯაროვდა, წერია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების შემდეგ, არა თუ შემცირდა ოჯახების ჯანდაცვაზე დახარჯული თანხები, კატასტროფულად გაიზარდა. ამ კვლევაში, მონაწილეობდა სახელმწიფოც. თვითონ მინისტრმაც აღიარა, რომ 2019 წლის ბოლოს სახელმწიფოს ამ პროგრამის შედეგად კლინიკების ვალი 319 მლნ ჰქონდა. ამას რომ ვამბობდით, ხელისუფლების წარმომადგენლები დაგვცინოდნენ, საიდან მოიტანეთო, მაგრამ მოულოდნელად, ეს თავად მინისტრმა თქვა და მიღწევად გაასაღა, რომ 2020 წლის ბოლოს კი მისივე თქმით, ვალი 120 მლნ-მდე შემცირდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არ არის ინტეგრირებული წამლების კომპონენტი“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ ,,საქმეში“.

ცნობისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისი საქართველოში ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფინანსური სიდუხჭირის შესამცირებლად, ჯანდაცვაში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა და მედიკამენტების ფასები დაარეგულიროს.

bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up