4 წელში „ბლექ სი არენას“ ზარალმა 17,4 მლნ ლარი შეადგინა

4 წელში „ბლექ სი არენას“ ზარალმა 17,4 მლნ ლარი შეადგინა

access_time2021-11-24 11:00:21

Christina Aguilera, Scorpions, 30 seconds to mars, Aerosmith, jessie j, Black Eyed Peas -ლეგენდარული ჯგუფებისა და არტისტების სია, რომელთაც „ბლექ სი არენამ“ 6 წლის განმავლობაში უმასპინძლა, გრძელია, თუმცა საკონცერტო დარბაზის კარები თითქმის ორი წელია დახურულია. 10 000-მდე მაყურებელზე გათვლილი სივრცე საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ვეღარ იღებს.

 


მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში ღონისძიებების ჩატარება ვერ მოხერხდა, როგორც ყველამ, „ბლექ სი არენა“-ს მენეჯმენტმაც მუშაობა ალტერნატიულ პროექტებზე დაიწყო. გამოსავალი საკონცერტო დარბაზიდან 2 წუთის სავალზე არსებული „მუსიკოსთა პარკი“ და „სოციალურ სივრცე“ აღმოჩნდა.  „ბლექ სი არენას“-ს დირექტორი ტატო ხარჩილავა აცხადებს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ღონისძიებების გაკეთების შესაძლებლობა გარე - ეკომეგობრულმა სივრცემ მისცა, რომლის აქტიური განახლება 2020 წლიდან დაიწყო.

 


„პანდემიის გამო 2020 წელს დაანონსებული პროექტის შეჩერება და 2021 წელს გადადება მოგვიწია. თუმცა, „ბლექ სი არენას“ კარები 2021 წელსაც ვერ გაიხსნა. მაგრამ, პანდემიურ რეალობას მოვერგეთ და მაქსიმალური კონცენტრაცია ღია ღონისძიებებზე მოვახდინეთ, რომელიც „მუსიკოსთა პარკში“ გაიმართა. მიმდინარე წელს ღონისძიებები გვქონდა როგორც ქართული, ასევე უცხოელი არტისტების მონაწილეობით. „მუსიკოსთა პარკში“ ასევე გაიხსნა „სოციალური სივრცე“, რომლის პირველი სტუმარიც ავსტრიელი მუსიკოსი და ეკოაქტივისტი MANU DELAGO იყო. 21 აგვისტოს სცენა Diana King-სა Henry Saiz & Band-ს უნდა დაეკავებინა, თუმცა ღონისძიება 2022 წელს გადავიტანეთ, რადგან 14 აგვისტოს ქვეყანაში შეზღუდვები დაწესდა. ჩვენი ალტერნატიული პროექტი იყო მუსიკოსთა პარკის საიდუმლო ანუ დაუჯერებელი ამბავი. ეს იყო ინტერნეტ პროექტი, რომელშიც მონაწილეობას 12 გურული ბავშვი და ოზურგეთის თეატრის მსახიობები იღებდნენ“, - განაცხადა ტატო ხარჩილავამ.

 


ტატო ხარჩილავა გვიყვება, რომ „ბლექ სი არენა“ 2022 წლის სეზონს 28 მიასს ONEREPUBLIC-ის კონცერტით გახსნის. თუმცა, ამბობს, რომ პანდემიური რეალობიდან გამომდინარე თარიღი შეიძლება შეიცვალოს. „ბლექ სი არენას“ დირქტორს იმედი აქვს, რომ 2022 წელს ყველაფერი კარგად იქნება საკონცერტო დარბაზის კარები გაიღება:

 



„პანდემიიდან გამომდინარე სამომავლო გეგმებზე საუბარია რთულია, დიდი იმედი გაქვს, რომ „ბლექ სი არენა“ გაიხსნება და ღონისძიებები, მხოლოდ „მუსიკოსთა პარკში“ არ ჩატარდება. იმედია, რომ მინიმუმ 2020 წელს დაანონსებულ ONEREPUBLIC-სა და Nile Rodgers & Chic-ს კონცერტებს მაინც გავაკეთებთ. პარკი და „სოციალური სივრცე“ კი თავისთავად, დაანონსებული და ახალი არტისტებით განაახლებს მუშაობას“, - ამბობს ტატო ხარჩილავა.

 


„ბლექ სი არენას “ დირექტორს ვკითხეთ, ჩატარებული ღონისძიებებით რა შემოსავალი მიიღო კომპანიამ და იქნება თუ არა 2021 წელიც ზარალიანი. ხარჩილავამ საკითხზე საუბარი არ ისურვა. გვითხრა, რომ შემოსავალს ყოველწლიური აუდიტის გამოქვეყნების შემდეგ გავიგებდით. დეტალურად ვერც ის გავიგეთ, როგორ მართა „ბლექ სი არენას“ მენეჯმენტმა 2021 წლის ბიუჯეტი.

 


„როგორც უკვე აღვნიშნე, კონცერტები ჩატარდა როგორც „მუსიკოსთა პარკში“ ასევე „სოციალურ სივრცეში“. 2022 წელს, თუ პანდემიამ ხელი არ შეგვიშალა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ კონცერტები ჩატარდეს, რაც შემოსავალს თავისთავად გულისხმობს“, - განაცხადა ტატო ხარჩილავამ.

 


შეგახსენებთ, რომ დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ინიციატივით და $115 მილიონზე მეტი  ინვესტიციით დაიწყო. „ბლექ სი არენა“ ოფიციალურად 2016 წელს Christina Aguilera-ს კონცერტით გაიხსნა. 2019 წელს დარბაზი სამართავად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.

 


კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2017-2018-2019 და 2020 წელი „ბლექ სი არენასთვის“ ზარალიანი იყო. ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შპს “ბლექ სი არენა ჯორჯია“-ს ზარალმა გასულ პანდემიურ წელს 4,5 მლნ შეადგინა. ეს რიცხვი 2019-ში 2, 2 მლნ იყო, 2018-ში 4,3 ხოლო 2017- ში 6,4 მლნ.

 


აღსანიშნავია, რომ „ბლექ სი არენამ“ 2020 წელს სახელმწიფო სუბსიდიებიდან 4 მლნ შემოსავალი მიიღო, 2019 წელს 10,4 მლნ, 2018 წელს კი 7 მლნ, 2017 წელს კი 11 მლნ.


ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up